კორონავირუსი და ახალი სასწავლო წელი – როგორ ხვდებიან სწავლის დაწყებას და რას აცხადებენ თბილისისა და რეგიონების სკოლების დირექტორები

განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბიფინგზე განაცხადა, რომ, მიუხედავად ეპიდსიტუაციის გაუარესებისა, საქართველო კვლავ ,,მწვანე ზონაში,, რჩება, თუმცა სასწავლო პროცესის დაწყებისას მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული წესები:

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში უარესდება ეპიდსიტუაცია, განათლების სამინისტროს აქვს გეგმა შემუშავებული, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება დადგა.

„რა თქმა უნდა, სცენარები არსებობს და ჩვენ ამის გამცდილება მივიღეთ, როდესაც გაზაფხულზე გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. გარკვეული სცენარები არსებობს, ჩვენ მივყვებით ყიველდღიურად დინამიკაში, თუ როგორი სიტუაციაა ქვეყანაში და, იქედან გამომდინარე, თუ ამის საჭიროება დადგება,   შევთავაზებთ გარკვეულ სცენარს, მოდელს, თუ როგორ გადავიდეთ სხვადასხვა ტიპის სწავლებაზე. ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არის. ვიწყებთ 15 სექტემბერს სწავლას. სიმართლე გითხრათ, განათლების სამინისტროს დიდი მოლოდინი გვაქვს, რადგან უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. გარდა ამისა, ამდენ ხანს მოსწავლეები სკოლაში არ ყოფილან და დიდი სურვილი გვაქვს, რომ დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში, რადგან ადამიანების, მოსწავლეების სოციალიზაცია, ურთიერთობები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ეკა დგებუაძემ.

როგორ ემზადებიან და ხვდებიან ახალ სასწავლო წელს სკოლები?! ,,კვირა“ საქართველოს დიდი ქალაქების: ზუგდიდისა და ქუთაისის სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა.

ზუგდიდის 1-ელი სკოლის დირექტორი, ნინო გოგინავა:

“ჩვენ ბავშვების იმედი გვაქვს, ყველაზე მეტად. მათ დისციპლინირებულობაზეა დამოკიდებული ყველაფერი. თუ პირბადეს გაიკეთებენ და ხელებს ხშირად დაიმუშავებენ, სწავლის პროცესს საფრთე არ შეექმნება. შრომის ინსპექტირების კომისია წარმატებით გავიარეთ, ვაკმაყოფილებთ ყველა მოთხოვნას და ველით სასწავლო წლის დაწყებას. არ ველით დიდ გართულებებს და პროცესებს ოპტიმისტურად ვუყურებთ”, – აცხადებს გოგინავა.

რაც შეეხება იმერეთის რეგიონს, დეტალებზე “კვირასთან” ქუთაისის მე-2 სკოლის დირექტორის მოადგილე, ქეთევან ფხაკაძე საუბრობს:

“ჩვენი სკოლა ისტორიულია, მასში 1500 ბავშვი სწავლობს. სივრცე გვაძლევს იმის საშუალებას,  კლასებში ბავშვები გადავანაწილოთ ისე, რომ მაქსიმალურად ცოტა მოსწავლე იყოს ოთახში. 1- მეტრიანი სივრცითი დაშორება ჩვენთან დაცული იქნება. დავიბარეთ მშობლები და ვთხოვეთ, მაქსიმალურად განემარტათ ბავშვებისთვის, რაოდენ მნიშვნელოვანია ახლა ჯანდაცვის ყველა რეკომენდაციის დაცვა, რომ სწავლის პროცესი არ ჩაიშალოს და კვლავ დისტანციურ სწავლებაზე არ მოგვიწიოს გადასვლა.

თბილისის სკოლებშიც აქტიური მზადებაა ახალი სასწავლო წლისათვის, რაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვას ითვალისწინებს.

თბილისის მე-20 სკოლის დირექტორი, ირინა წიკლაური:

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სკოლაში 2000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს, კლასების გაყოფა არ მოგვიწევს. ვამატებთ კიდევ ერთ სმენას, მაგრმ დაცული იქნება ყველა ის მოთოვნა, რომელიც ჯანდაცვისა და შრომის ინსპექციის სამსახურების მიერაა რეკომენდებლი. გვაქვს შეჭრილი ცხრილი, რომელიც საკმაოდ განტვირთავს კლასებს”, – აცხადებს წიკლაური.

რაც შეეზება განათლების სამინისტროს რეკომენდაციას იმის შესახებ, რომ პირველიდან მე-4 კლასის ჩათვლით სკოლას შეუძლია, ჩაატაროს 1-დღიანი ონლაინმეცადინეობა,  მე-6-მე-9 კლასების ჩათვლით – 2 დღიანი ონლაინ მეცადინეობა, ხოლო მე-12 კლასში – 3- დღიანი ონლაინმეცადინეობა – სკოლის დირექტორებმა ,,კვირას“ განუცხადეს, რომ განათლების სამინისტროს მსგავს რეკომენდაცია აუცილებლად შესასრულებელი არ არის და ის, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, გაითვალისწინონ.
ამ ეტაპზე, სკოლების უმრავლესობა ონლაინგაკვეთილების ჩატარებას არ გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები