დავით მათიკაშვილი: გახარიას პარტია საკუთარ თავს სასაცილოდ იხდის
,,გახარიას პარტია საკუთარ თავს სასაცილოდ იხდის, თან პარლამენტთან დაკავშირებული ბენეფიტების გამოყენება უნდათ და თან დეგრადირებულ, პოლიტიკურად არასწორ გზას თავს არ ანებებენ, სადაც პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ქვეშ დააყენეს”,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ,,პირველ არხს” განუცხადა.
მათიკაშვილის თქმით, გახარიას პარტიას იმ პოლიტიკის გაგრძელება უნდა, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი ფრთის დავალების შესრულება ჰქვია.
„თუ არალეგიტიმურია, პარლამენტში რა უნდათ? მათ იმ პოლიტიკის გაგრძელება უნდათ, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთი ფრთის დავალების შესრულება ჰქვია. როგორც ჩანს, მათ ეს დავალება ქვეყნის ფარგლებს გარედან დავალებების მიმცემლებისგან მიიღეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.