ორბანი რუსეთის ნავთობკომპანიების წინააღმდეგ მიმართულ აშშ-ის სანქციებს შეცდომად მიიჩნევს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ რუსეთის ნავთობკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები შეცდომა იყო.

მანვე განაცხადა, რომ მალე ვაშინგტონს ეწვევა, რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების საკითხი განიხილოს.

“ჩვენ ვფიქრობთ, თუ როგორ შევქმნათ მდგრადი სისტემა ჩემი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან უნგრეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე”, – თქვა მან.

ორბანმა აღნიშნა, რომ შედეგად, მის ქვეყანაში ენერგიის ფასები „ძლიერ გაიზრდება“, რაც მიწოდების დეფიციტს გამოიწვევს.

კითხვაზე, გადააჭარბა თუ არა ტრამპმა და დაუშვა თუ არა შეცდომა, ორბანმა დადებითად უპასუხა და დასძინა, რომ ის შეეცდება „გამოსავლის პოვნას, განსაკუთრებით უნგრეთისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები