“დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში „ნაცმოძრაობის“ მმართველობის გადაცდომების ფართო სპექტრია, დასკვნა თავისი შინაარსით მძიმეა” – შარმანაშვილი

“დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის გადაცდომების ფართო სპექტრია, დასკვნა თავისი შინაარსით მძიმეა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, საქართველოში პარტიების აკრძალვის მიზნით პროცესი პირველად ტარდება.

“საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას გადამწყვეტი პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება. სარჩელის მიზანია, მომავალში ასეთი საქმიანობა აღარ იყოს და საკითხს პრევენციული ხასიათი ჰქონდეს. დროებითი კომისიის დასკვნაში ფართო სპექტრია, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის გადაცდომების. დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მძიმეა თავისი შინაარსით, ვიცოდით, რომ ადამიანის უფლებების მასობრივი შელახვა ხდებოდა, მაგრამ შემზარავი დეტალები გავიგეთ – რა ფორმით ხდებოდა ძალადობა, როგორ ლახავდნენ ადამიანის ღირსებას, როგორ აშანტაჟებდნენ შვილებით, რომ ქონება გადაეფორმებინათ“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები