გერმანიაში სამხედრო იარაღის დიდი საწყობი აღმოაჩინეს

გერმანიის პოლიციამ ქალაქ რემშეიდში, ავტოსერვისის სახელოსნოში, დიდი რაოდენობით საბრძოლო იარაღი აღმოაჩინა.

საქმეზე გამოძიება 2024 წლის მაისში დაიწყო. გამოძიებაში ევროპოლი და ევროიუსტი მონაწილეობდნენ. ოპერაცია მიზნად ისახავდა საერთაშორისო შეიარაღებული ტრეფიკის ქსელის განადგურებას.

ჩხრეკისას აღმოჩენილ იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სატანკო მინები, ხელყუმბარები და სხვა საბრძოლო მასალა. პოლიციამ ასევე ამოიღო USB ფლეშ-დრაივები, SIM ბარათები და მობილური ტელეფონები.

ოპერაციის ფარგლებში დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის სახელოსნოს მფლობელი.მან პოლონეთიდან ჩამოიყვანა მანქანა, რომელიც იარაღის ტრანსპორტირებას ახორციელებდა.

დაკავებულები იარაღით ვაჭრობაში არიან ბრალდებულები, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები