რატი იონათამიშვილი – ერთი ხელით შეცდომას აღიარებდე და მეორე ხელით იგივეს იმეორებდე ან ფარისევლობაა, ან პოლიტიკური სიდუხჭირე – გახარიასგან არაფერი გვიკვირს

„ერთი ხელით შეცდომას აღიარებდე და მეორე ხელით იგივეს იმეორებდე ან ფარისევლობაა, ან პოლიტიკური სიდუხჭირე – გახარიასგან არაფერი გვიკვირს,“- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გახარიას პარტიას არც პარლამენტის შიგნით, არც მის გარეთ არანაირი ფასი არ ექნება.

„ერთი ხელით შეცდომას აღიარებდე და მეორე ხელით იგივეს იმეორებდე ან ფარისევლობაა, ან პოლიტიკური სიდუხჭირე. გახარიასგან არაფერი გვიკრვირს და გაგვიკვირდება. მაინტერესებს, ბოდიში მოუხადეს თუ არა მიხეილ დაუშვილს, რომელზეც გახარია ცინიკურად იცინა და თქვა, რომ გამორჩა. ამ ფაქტზე პარტიის არცერთ წევრს ხმა არ ამოუღია. ამ პარტიას არც პარლამენტის შიგნით და მის გარეთ არანაირი ფასი არ ექნება. როცა ემსახურები არა საკუთარ ამომრჩეველს, არამედ უცხოელ პატრინებს, ასეთ დღეში ვარდები. ამ ადამიანებმა ერთ-ერთი სოციალური ქსელის ჩატში გაიგეს, რომ თურმე, პარლამენტში პოლიტიკური შატალო უნდა დაესრულებინათ და უნდა შემოსულიყვნენ. ეს პარტია პოლიტიკურად რომ გაკოტრებულია, მაშინ გამოჩნდა, როცა თვითმმართველობის არჩევენებზე ბარიერიც კი ვერ გადალახეს. პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონდეთ, პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა იყვნენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები