აჭარაში კოვიდის 27 ახალი შემთხვევიდან 16-ის ინფიცირების წყარო უცნობია

24 საათის განმავლობაში აჭარაში კოვიდინფიცირებულთა ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევების ოჯახის წევრები არიან. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, რუსუდან შავიშვილი ამბობს, გამოვლენილი 16 შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.
კლინიკაში პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა, 20-მდე პაციენტს აღენიშნება პნევმონია, მათგან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმწვავისაა.
რუსუდან შავიშვილი მოუწოდებს, მოქალაქეებს ბათუმსა და ქობულეთში სპეციალურად განთავსებულ კარვებსა და კლინიკებში ჩაიტარონ პისიარ ტესტირება, რათა მოხდეს ვირუსის დროული ლოკალიზება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები