ზემო ქვალონში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა – გოჩა ქაჯაიამ ზემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ერთად დაათვალიერა. სარეაბილიტაციო გზა მთლიანად ამორტიზებული იყო, რაც ხელს უშლიდა როგორც ტრანსპორტის, ასევე, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო და თავისუფალ გადაადგილებას. 4.4-კილომეტრიანი გზის მშენებლობაზე 1 მილიონ 425 ათას ლარამდე დაიხარჯა და სოფლის მოსახლეობას კეთილმოწყობილი გზით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები