სოფელ პანტიანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პანტიანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ტატუაშვილი გაეცნო. სარეაბილიტაციო სამუშაოები 297 მეტრს მოიცავს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და გზა მოასფალტდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს კომპანია შპს ფნს ინშაათ სანაი ვე თიჯარეთი-ის საქართველოს ფილიალი საქართველოში, თანხით 129698 ლარი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები