ეკატერინე ტიკარაძე: დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება.

მინისტრის თქმითვე, სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგი ხორციელდება.

„ჩვენ სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგს სრულად ვახორციელებთ. დღეის მდგომარეობით, შემოწმებულია არაერთი სკოლა. აქედან 600-მა სკოლამ დააკმაყოფილა ის მოთხოვნები, რომლებიც არის ჩვენგან წარმოდგენილი, დანარჩენებს მიეცათ მითითება, თუ რა ხარვეზები იყო გამოსასწორებელი იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხოდ წარიმართოს. დღეის მდგომარეობით, სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება, მათ შორის, არც უმაღლეს სასწავლებლებში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები