ირაკლი ჩიქოვანი: მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გუნდშიც კი მოკლებულია პოპულარობას

“ჯერ კიდევ 2016 წელს მიხეილ სააკაშვილი ,,ნაციონალური მოძრაობის,, წევრებსაც კი არ უნდოდათ პრემიერმინისტრად და მათ ეს ამბავი დამალეს, იგი საკუთარ გუნდშიც კი მოკლებულია პოპულარობას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა “რეგიონულ კვირას” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების გეგმასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ქართული საზოგადოება აღარასდროს მიიღებს ძალადობრივ სახელმწიფო წყობას, რომელიც სააკაშვილმა შესთავაზა საქართველოს.

“მიხეილ სააკაშვილი არის ფლიდი და ცრუ პოლიტიკოსი. ხელოვნურ ემოციაზე და გამოგონილი მიზეზებით ცდილობს, საკუთარი დანაშაულების გამართლებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება არ მიიღებს მის სიცრუეს, ან მის ტყუილებს და არასოდეს მიუბრუნდება იმ ძალადობრივ სახელმწიფო წყობას, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შესთავაზა საქართველოს. მიხეილ სააკაშვილი თვითონ, თავისივე მომხრეებში არის პოპულარობას მოკლებული, ამაზე ცხადად მიუთითებს მათი გუნდის წევრების განცხადებები, რომლებიც ღიად საუბრობენ, რომ ჯერ კიდევ 2016-ში მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრებსაც კი არ უნდოდათ პრემიერ-მინისტრად და მათ ეს ამბავი დამალეს. სიცრუე და ფლიდობა ახასიათებს ამ პოლიტიკურ ძალას და მათ პოლიტიკურ კლასტერს”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოდან გაქცეულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გუშინ მიმართვა გაავრცელა, სადაც იგი აცხადებს, რომ მზადაა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდეს. თუმცა მისივე თქმით, დაბუნდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში მისი ჩამოსვლა დაპირისპირებას არ გამოიწვევს.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობისა” და “ძალა ერთობაშიას” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძემ 7 სექტემბერს ოფიციალურად დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები