ძლიერი წვიმის გამო, თბილისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
ძლიერმა წვიმამ თბილისის მასშტაბით პრობლემები შექმნა, დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, მათ შორის, გლდანში ხიზანიშვილის ქუჩა.
დიდი რაოდენობით წყალი მოედინება და გადაადგილების პრობლემას ქმნის. ამის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შეტყობინებები წვიმისგან შექმნილი პრობლემების შესახებ არ შესულა.
სინოპტიკოსები საქართველოში 10 სექტემბრამდე წვიმასა და ელჭექს ვარაუდობენ.