“ცალკეული სუბიექტების მხრიდან საქართველოსთვის უარყოფითი საინვესტიციო იმიჯის შექმნის მცდელობის მიუხედავად, უცხოელმა ინვესტორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო მათთვის გრძელვადიანი ინტერესის ობიექტია”
„უცხოელი ინვესტორების ჩაგვრის ზღაპარი კიდევ ერთხელ გაქარწყლდა. გლობალური პანდემიით გამოწვეული მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეზღუდვისა და გაერო-ს მიერ 2020 წელს ნაპროგნოზირები უცხოური ინვესტიციების 40%-იანი ვარდნის მიუხედავად, საქართველოში წლის მეორე კვარტალში ფინანსურად უმნიშვნელო, თუმცა, შინაარსობრივად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი – 0.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა”, – ასე ეხმიანება ექსპერტი, ვახტანგ ჭარაია უცხოური ინვესტიციების ზრდას.
„უცხოელი ინვესტორების ჩაგვრის ზღაპარი კიდევ ერთხელ გაქარწყლდა.
გლობალური პანდემიით გამოწვეული მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეზღუდვისა და გაერო-ს მიერ 2020 წელს ნაპროგნოზირები უცხოური ინვესტიციების 40-პროცენტიანი ვარდნის მიუხედავად, საქართველოში წლის მეორე კვარტალში ფინანსურად უმნიშვნელო, თუმცა, შინაარსობრივად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი – 0.5-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.
ცალკეული სუბიექტების მხრიდან საქართველოსთვის უარყოფითი საინვესტიციო იმიჯის შექმნის მცდელობის მიუხედავად, ქვეყანაში მყოფმა უცხოელმა ინვესტორებმა თავიანთი ქმედებით, კერძოდ – მთლიან ინვესტიციაში 60.8-პროცენტიანი რეინვესტირებით, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო მათთვის გრძელვადიანი ინტერესის ობიექტია და, სხვათა შორის, იმისაც, რომ მათ სჯერათ ქვეყნის პოსტკრიზისული წარმატებისაც.
მდგომარეობა შედარებით განსხვავებულია 2020 წლის პირველი 2 კვარტლის ჯამური შედეგებით. ამ შემთხვევაში, ვარდნა 25%-იანია, გამომდინარე პირველი კვარტლის მნიშვნელოვანი ჩამორჩენისა. თუმცა, ის მაინც ნაკლებია, თითქმის ნახევარი იმ 40%-იანი ნაპროგნოზირები ვარდნისა, რომელიც გლობალურად გახლდათ დაანონსებული. საბოლოოდ, აპრილი-ივნისის შედეგების პოზიტიურ ტრენდზე გადასვლა მომდევნო კვარტლებშიც იმედის გამჩენია”, – წერს ვახტანგ ჭარაია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.