ბაჩო ოდიშარია: გვარამიამ კი საკუთარი და, ამასთან ერთად, სრულად ,,ნაციონალური მოძრაობის” ცნობიერების, აზროვნებისა და სამყაროსთან მიმართების ანომალურობა წარმოაჩინა, ის ოჯახის სიყვარულს დამაკნინებლად მიიჩნევს

იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილს უყვარს თავისი ოჯახი, მეუღლე, მშობლები და შვილები, ნაცები ნორმიდან გადახრად თვლიან და ამჯერად ისინი საოცრად გულწრფელები არიან. წლების მანძილზე ისინი ცდილობნენ აეშენებინათ ქვეყანა, სადაც სიყვარული ძველმოდურ ახირებად და ავადმყოფობად მიიჩნეოდა , – ამის შესახებ ტელეკომპანია ,,POSTV”-ის ანალიტიკოსი ვიდეობლოგში ,, ბაჩო ოდიშარიას რევოლვერი – ქვეცნობიერი თვითლუსტრაცია“ საუბრობს.

,,ის, რომ ძალაუფლების დაბრუნების დაუკებელი, არაჯანსაღი ლტოლვა – მიშას ნაცკლასტერის ყველა მანკიერების გამოაშკარავებას უწყობს ხელს – არახალია. ქართული ეთნო-კულტურული მეინსტრიმის მოძულე ეს მარგინალური უმცირესობა სხვანაირად უბრალოდ ვერ თანაარსებობს თანამემულეებთან. ამ ქვეყანაში მათთვის მისაღები არსებობის ერთადერთი ფორმა – საძულველი უმრავლესობის ჩაგვრა და აბუჩად აგდებაა. ამიტომ – როგორც ჟანგბადს, ისე ესწრაფვიან ძალაუფლებას, მაგრამ სწორედ ამიტომ, ხალხს აღარ სურს ამ უცხო და მტრული ძალისთვის ხელისუფლების გადაცემა. და სწორედ ამიტომ არიან სააკაშვილის სექტის მიმდევრები მოთქმა-გოდებაში გადავარდნილები. ხელისუფლების მოპოვების წარუმატებელმა მცდელობებმა ისინი აგონიაში ჩააგდო. აგონია კი ლუსტრაციას უწყობს ხელს, ამიტომ მათ არსს სულ უფრო მკაფიოდ ხედავს საზოგადოება.
ნაცკლასტერის ერთ ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სულ ცოტა ხნის წინ ფეისბუქში დაწერა სტატუსი, სადაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახისადმი სიყვარულს და ზოგადად, ოჯახის სიწმინდის რანგში აყვანას ავადმოყოფობა უწოდა და ეს მოვლენა ქვეყნისთვის საფრთხედ წარმოადგინა.
ამ შემთხვევაში პოლიტიკურ დაპირისპირებასთან, როგორიცაა ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების წინააღმდეგ არ გვაქვს საქმე. ესაა მსოფლმხედველური და ღირებულებითი დაპირისპირება, შესაძლოა სამედიცინოც, ნორმასა და ანომალიას შორის დაპირისპირება. სწორედ ანომალია შეიძლება ვუწოდოთ სააკაშვილის სექტის იმ მენტალურ გადახრას, რაც გვარამიამ მისდა უნებურად გაახმიანა. მოკლედ, ეს იმ ომის გამოძახილია, რაც გადაიტანა სააკაშვილის მმართველობის წლებში ქართულმა საზოგადოებამ.
რომ დავკონკრეტდეთ, რას ვგულისხმობ ნორამასა და ანომალიაზე საუბარში. ნორმაა როცა გიყვარს შენი ოჯახი. ეს ზოგადსაკაცობრიო, ჯანსაღი, ადამიანური ღირებულებაა. ანომალიაა როცა ეს ან არ გაქვს, ანუ როცა მას ან აძაგებ ან საფრთხედ წარმოაჩენ. ანტიჰუმანურია, როცა არ გიყვარს შენი ოჯახი და ზოგადად ადამიანი, რადგან ადამიანის სიყვარული, სწორედ შენი ოჯახის წევრთა სიყვარულით იწყება. გვარამიამ კი საკუთარი და ამასთან ერთად, სრულად ნაციონალური მოძრაობის ცნობიერების, აზროვნების და სამყაროსთან მიმართების ანომალურობა წარმოაჩინა, ის ოჯახის სიყვარულს დამაკნინებლად მიიჩნევს. ადამიანის ბუნებრივი, ნორმალური მდგომარეობაა – ოჯახის, მშობლის, შვილის, მეგობრის, მშობლიური კუთხის და ბოლოს სამშობლოს სიყვარული და პატივისცემა, საერთოდ არ ჭირდება ამას არანაირი პოლიტიკური კონტექსტი, რადგან სიყვარული ზედმეტი არასოდეს არაა, ლიმიტების დაწესება და იმის კონტროლი, თუ სადამდე უნდა გიყვარდეს სამშობლო, მშობელი, ოჯახი, მეგობარი, ეს ანტიჰუმანური, ფაშისტური მიმართებაა. ანტიჰუმანური ქცევა კი, ანომალური, დევიანტური ქცევაა, გონებრივი სნეულებაა.
იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილს უყვარს თავისი ოჯახი, მეუღლე, მშობლები და შვილები, ნაცები ნორმიდან გადახრად თვლიან და ამჯერად ისინი საოცრად გულწრფელები არიან. წლების მანძილზე ისინი ცდილობნენ აეშენებინათ ქვეყანა, სადაც სიყვარული ძველმოდურ ახირებად და ავადმყოფობად მიიჩნეოდა. სადაც ნებისმიერ ბოდვით იდეას იოლად შესწირავდნენ ქვეყანას, ოჯახს თუ კოსაზოგადოებაში, ოჯახური ღირებულებები, როგორიცაა ერთგულება, შვილების სიყვარული და პატივისცემა მშობლებისადმი, გადახრად, წარსულის მანკიერ გადმონაშთად აღიქმებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი ხალხისთვის ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ფუნდამენტური ღირებულებები მტრულ, საფრთხის შემცველ მოცემულობას წარმოადგენდა. ნკრეტულ ადამიანს. ასეთ სახელმწიფოში ყველაფერი მმართველთა არაჯანსაღ ვნებებს ექვემდებარებოდა, აქ ადამიანების სიყვარულის ნაცვლად ახალისებდნენ სიძულვილს, დაუნდობლობას, ძალადობას და დაშინებას. ასეთ საზოგადოებაში, ოჯახური ღირებულებები, როგორიცაა ერთგულება, შვილების სიყვარული და პატივისცემა მშობლებისადმი, გადახრად, წარსულის მანკიერ გადმონაშთად აღიქმებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი ხალხისთვის ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ფუნდამენტური ღირებულებები მტრულ, საფრთხის შემცველ მოცემულობას წარმოადგენდა.

ქართული ფოლკლორული თქმულების მიხედვით, ადამიანმა თავის ცხოვრების მანძილზე უნდა აღზარდოს შვილი, უნდა ააგოს სახლი და დარგოს ხე. ივანიშვილის პიროვნების და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ეს პირობა მეტი მასშტაბით განხორციელდა.
სამი წლის მანძილზე, შეკვეთილის დენდროპარკის შენების დროს, ნაცები ღვარძლს ანთხევდნენ, უნიჭოდ ქირქილებდნენ, რომ ივანიშვილს ავადმყოფური ახირება აქვს და ხეებს იმიტომ დაათრევს თავის ეზოში, რომ ჩაეხუტოსო. დღეს თითქმის მილიონმა ადამიანმა ნახა ის სასწაული, რაც შეკვეთილის ადრე დაჭაობებულ სანაპიროზე გაშენდა. არც ერთს მათგანს დასცდენია სიტყვა, გარდა მადლიერების და აღფრთოვანებისა. ამ პარკს ყველა აღტაცებაში მოჰყავს, გარდა ნაცკლასტერის წევრებისა. სწორედ ის ფაქტი, რომ ბუნების სიყვარულს, ეკოლოგიაზე ზრუნვას, ნაც სექტა ავადმყოფობას ეძახდა, არის კიდევ ერთი გამოვლინება ზემოხსენებულ ნორმასა და ანომალიას შორის დაპირისპირებისა. ავადმყოფობად ჩათვალო იმ კაცის ქმედება, რომელიც ათწლეულების მანძილზე ზრუნავს ქვეყნის ბუნებაზე, რომელმაც გადაარჩინა და განავითარა თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღები, რომელმაც ეკოლოგიაში და მწვანე საქველმოქმედო პროექტებში ასეულობით მილიონი დახარჯა, რბილად რომ ვთქვათ, მავნებლობის გარდა, მართლაც ავადმყოფობაა.
ფიგურალურად რომ დავუბრუნდეთ ქართულ ანდაზას, ერთი ხის დარგვის საპირწონედ შეიქმნა დენდროლოგიური და სხვა უმრავი პარკი. თაობის აღზრდისათვის განხორციელდა განათლების პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ასობით სკოლა განახლდა და აღიჭურვა ტექნიკით. ამ ზრუნვის ნიშანსვეტი კი არის გრანდიოზული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ათასობით ახალგაზრდას მისცემს ევროპული დონის განათლებას და რომელზეც ნაცკლასტერი აგრეთვე დაჟინებით იტყუებოდა, რომ არ აშენდებოდა.
რაც შეეხება სახლის სიმბოლურ აშენებას, სახლი, ამ შემთხვევაში, სამშობლოს და ქვეყნის მეტაფორაა. წლების მანძილზე, ნაცების ერთ-ერთი მთავარი ბრალდება ივანიშვილის წინააღმდეგ ის არის, რომ მას ეს ქვეყანა თავისად მიაჩნია; სიტყვასიტყვით ასე ამბობენ – ისე ექცევა, როგორც საკუთარსო. თან ისეთი ვნებით ამბობენ, თითქოს დანაშაულზე წაასწრეს, რამე ცუდში ამხილეს და ხარობენ. იმას, რომ ივანიშვილმა სამ მილარდ დოლარზე მეტი დაახარჯა საკუტარ ქვეყანას. აღადგინა ასობით კულტურული მეკვიდრობის ძეგლი და ეკლესია-მონასტრები, რომელიც მერე სააკაშვილმა უტიფრად მიიწერა, ყველა მე ავაშენეო. აი, ეს არის კადრები იმ აღმშენებლობისა, რომელიც რალურად არის მიშას და ნაცმოძრაობის შემოქმედება.
ბიძინა ივანიშვილმა, მაშინ, როცა ასე უჭირდა ქვეყანას, როგორც საკუთარ ოჯახზე, ისევე იზრუნა ქვეყანაზე და სახელმწიფო ინსტიტუციებზე, საპატრულო პოლიციაზე, ჯარზე, საბაჟოზე. მან მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაარჩინა თეტრები ნგრევას და გაჩანაგებას. ფიზიკურად იხსნა კულტურის მოღვაწენი და მეცნიერები, რომლებიც ნაცებმა დაუნდობლად ჩარეცხეს. ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერით ავიდა ქართული რაგბი მსოფლიო მასშტაბის დონეზე. მხოლოდ იმიტომ გააკეთა ეს ყოველივე ივანიშვილმა, რომ მშობელ ქვეყანას, როგორც საკუთარ ოჯახს, ისე აღიქვამს და უფრთხილდება; მხოლოდ ასეა შესაძლებელი, რომ პირადი გახადო საერთო – შენით და შენთვის ნაშოვი საზოგადოს მოახმარო. ზუსტად ისე, როგორც ივანიშვილმა მიოახმარა ყველას ის, რაც წესით მხოლოდ მისი იყო. სწორედ ეს არის ნორმა, სწორედ ეს არის სიჯანსაღე. ანომალიაა, ეს მიგაჩნია ანომალიად; როცა სამშობლოს, როგორც დროებითი მოხმარების საგანს, ისე უყურებ და მზად ხარ ეროვნული იდენტობა ნახმარი ხელთათმანივით მოისროლო და უპრობლემოდ გახდე, მაგალითად, უკრაინელი.
მიშა ყველაფერს საკუთარი საზომით ზომავს. თვითონ სამშობლოს ადამიანს, ოჯახს, სამშობლოს მომხმარებლურად უყურებდა და საკუთარ არაჯანსაღ ვნებათა დაკმაყოფილების საშუალებად მიაჩნდა – ოჯახის წევრი არ დატოვა, პოლიტიკური მიზნისთვის არ გაეხმარა. ივანიშვილისგან განსხვავებით, ის საერთოს, საზოგადოებრივს იტაცებდა და მოიხმარდა როგორც პირადს. სხვა მიმართება რომ არ გააჩნია, სიყვარულის არ მცოდნეს და არ მქონეს, საერთოდ არ სჯერა რომ სიყვარული არსებობს. რომ არსებობს საზოგადო და სახალხო, რომელიც შეიძლება ისევე გიყვარდეს და რომელზეც ისე ზრუნავდე, როგორც საკუთარზე, შენ მოიკლო და ყველას გაუზიარო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კაცი იმიტომ უვლი ქვეყანას, რომ გიყვარს და საკუთრად თვლი, მაგრამ თუ არაფრად გიღირს და თანაც უცხოა შენთვის, ამიტომ აწამებ და ჩაგრავ.
სააკაშვილისთვის, გვარამიასთვის, ბოკერიასთვის უცხოა სიყვარული, თუმცა რაციონალურად იციან, რომ პროპაგანდისთვის სიყვარულის და ზრუნვის ფასადური დემოსტრირებაა საჭირო. სწორედ ამიტომ იწერდნენ და იწერენ ივანიშვილს გაკეთებულს საკუთარ ანგარიშზე. თუნდაც ბოლო მაგალითი ავიღოთ. როცა ბოკერია წინაასაარცევნო პლაკატებზე სენაკელების წინაშე ახლადაღდგენილი დრამატული თეტრის ფონზე კეკლუცობს. არადა ეს თეატრიც, ათობით სხვა თეატრის კვალდაკვალ, სენაკში ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით აღდგა. თავისად რომ მიაჩნია იმიტომ, როგორც საკუთარი, ისე რომ უყვარს იმიტომ.
სხვათა შორის, თუ არ გიყვარს, ვერც თავს დადებ სამშობლოსთვის, ვერც ოჯახს დააყენებ საფრთხის ქვეშ. როცა არ გიყვარს, სამარცხვინოდ იფორთხებ გორში და ოჯახს წითელი ხიდის გავლით გახიზნავ.
ფსევდოლიბერალები და კვაზიპროგრესისტები, რეალურად კი მენტალური პროვინციალები ამაზონის ტყეებში გაჩენილი ხანძრების დროს, ივანიშვილის ოჯახის მიერ სტიქიური უბედურებისთვის ბრძოლაში გაწეულ ქველმოქმედებაზეც გაღიზიანდნენ და არ დაიშურეს ლანძღვა. მათთვის პატრიოტიზმი არა რეალური მოქმედება, არამედ მხოლოდ ამის შესახებ საუბარი და საცირკო პერფორმანსებია. რეალურად მათ ეხამუშებათ პატრიოტიზმი და მსოფლიო მოქალაქეობაზე ოცნებობენ. მაგრამ იმისათვის, რომ მსოფლიო მოქალაქე გახდე, ჯერ საკუთარი ქვეყანა უნდა გიყვარდეს და მერე გადალახო მისი საზღვრები. ამის თვალსაჩინო მაგალითი არის ვაჟა ფშაველას პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი. ჯერ შენი უნდა გიყვარდეს, უფრთხილდებოდე და ზრუნავდე მასზე, ხოლო როდესაც ამას მოახერხებ, შემდეგ ჩნდება შესაძლებლობა, გახდე მსოფლიო მოქალაქე და მოიპოვო უფლება, რომ ამაზონის ტყეებში გაჩენილ ხანძარს შესწირო ფული. ფსევდოლიბერალებისათვის კი პატრიოტიზმი მხოლოდ პოზირება და სტილური ატრიბუტია, ამიტომ რეალური მოქმედება, მათთვის უცხო, მიუღებელი და გამაღიზიანებელია.
ივანიშვილის ქველმოქმედებიდან კიდევ ერთ ასპექტს შევეხები, რადგან სიმბოლურად საუკეთესოდ გამოხატავს მის მიმართებას ქვეყნისადმი. სახლი, რომელშიც წვიმა ჩადის, ძალიან ხშირი სიმბოლოა ანდრეი ტარკოვსკის ფილმებში, ტარკოვსკი ყოველთვის იმ კონტექსტში გვიჩვენებს მსგავს სცენებს, როდესაც პერსონაჟებს ეგზისტენციური განსაცდელი უდგათ. წვიმა, რომელიც სახლში ჩადის, ნიშნავს, რომ სახლს შეკეთება ჭირდება. ტარკოვსკის ფილმებში ეს მრავალნაირი ინტერპრეტაციით გვხვდება, სოლარისში მამობრივი სიყვარულის დეფიციტია, ნოსტალგიაში ეგზისტენციური მარტოობის და სამშობლოს დეფიციტი, სტალკერში განუხორციელებელი სურვილების და უიმედობის.
90 იანი წლებში ქვეყანას თავსდატეხილი ქარტეხილების გამო საქართველო ჩვენი ხალხისთვის იყო სახლი, რომელსაც პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით დაზიანებული სახურავის გამო, წყალი ჩასდიოდა. ივანიშვილმა ფიზიკურად გადაუხურა 13000 ოჯახს საჩხერეში სახლი და პირდაპირი მნიშვნელობით გადაარჩინა. თან აქ საქმე ხომ მარტო ფინანსურ რესურსში არაა. ასეთი მასშტაბის პროქტის რეალიზებას ძალიან ხანგრძლივი და გულმოდგინე სამუშოების განხორციელება ჭირდება, რაც მუდმივ და ყოველდღიურ ზრუნვას მოითხოვდა. ამის შედეგად, ათასობით ქართულ ოჯახს გაუჩნდა არა აბსტრაქტული, არამედ სრულიად კონკრეტული, ხელშესახები განცდა დაცულობისა. გამოხდა ხანი და სააკშვილის რეჟიმის გამო მთლიანად ქვეყნის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დაგვიდგა. სწორედ ამ დროს საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად ივანიშვილი გადაეფარა ქვეყანას და ქართველი ხალხთან ერთად, იხსნა ის ტოტალიტარული მმართველობის დაკანონებისგან. ამან დაცულობის განცდა უკვე მთელს ქვეყანას გაუჩინა. ახლა უკვე ნორმაა როცა აღარ გეშინია რომ ქონებას წაგართმევენ, უმიზეზოდ დაგჩაგრავენ და ღირსებას შეგილახავენ, საპროტესტო აქციაზე მისვლის გამო შენ ოჯახის წვერებს დაიჭერენ ან გააგდებენ სამსახურიდან და ეს უდიდესი პროგრესია.
ამ ყველაფრის საპირწონედ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც ჰუმანისტურ ფასეულობებს და სიყვარულის გამოვლინებას ავადმყოფობად აღიქვამენ, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ისინი პოლიტიკურ ასპარეზზე აფსაიდში დატოვა, მხოლოდ სიცრუით და ბინძური მეთოდებით უპირისპირდებიან. 2012 წლიდან დღემდე, როცა არცერთმა თავდასხმამ და შეურაცხყოფამ რომ არ გამოიღო შედეგი, ახლა დაიწყეს ოჯახისადმი სიყვარულის ავადმყოფობად გაფორმება. მათ აქვთ მცდელობა, როგორმე ემოციურად ააღელვონ ადამიანები, რომ მათი აზრის მანიპულირება მოახდინონ. გვარამია და ნაციონალური მოძრაობა აქამდეც მრავალ რამეს ედავებოდა ივანიშვილს, ბუნებას ითვისებსო, ცას კეტავს, მთებს ჭრის, ხეებს უცვლის მდებარეობასო, თუმცა ბუნებასთან მისი განსაკუთრებული დამოკიდებულების შედეგად მივიღეთ მრავალი საზოგადოებრივი სიკეთე, გვარამიას და ნაცმოძრაობის წარმოამდგენლების ცილისწამება და ლანძღვა კი გვერდით დარჩა. ახლაც ურტყავენ იქ, რაც მათთვის ისედაც მტრული რამაა. ოჯახის, ქვეყნის, მეგობრის, თანამემამულის სიყვარულს ნაკლად და ავადმყოფობად უთვლიან ადამიანს. ვერც კი ხვდებიან, რომ ამით სრულ ლუსტრაციას ახდენენ როგორც ანომალიური ძალისა, რომლის მოდუს ვივენდი ანუ ცხოვრებისეული გარემო სხვათა ჩაგვრა, ძალადობაა და უსიყვარულოთ არსებობაა.
დასასრულს, ერთი ფაქტია კიდევ აღსანიშნავი. აქამდე, ნაცკლასტერის მხრიდან თავდასხმის ობიექტი ყოველთვის იყო ბიძინა ივანიშვილი, შიგადაშიგ ბერაც, მაგრამ ამჯერად, ისიც იკადრეს, რომ სრულად ოჯახზე მიიტანეს იერიში და გვარამიამ თავის პოსტში ივანიშვილის მეუღლის, ეკა ხვედელიძის გამოიტანა. ამასთან დაკავშირებით, ერთი ისტორია მინდა გავიხსენო, რომელსაც ქალბატონი ეკა იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში. სააკაშვილთან შეხვედრის წინ, მან ბიძინა ივანიშვილს ურჩია, მიშასთვის ორუელის ცხოველების ფერმა ეჩუქებინა. რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ, ურჩია მიშას სარკეში ჩახედვის შესაძლებლობა მიცემოდა და დაენახა საკუთარი ძალადობრივი მმართველობის ილუსტრაცია. თუმცა ქალბატონი ეკა შემდეგ აღნიშნავს, რომ დღეს უკვე დაგვიანებულია ორუელის ამ ნაწარმოების წაკითხვა სააკაშვილისთვის და ურჩევს მაშინ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფ მიშას, რომ ათი მცნება წაიკითხოს. ანუ გაეცნოს ყველაზე დიდ ჰუმანისტურ მანიფესტს, რომელიც გვასწავლის ოჯახის, ადამიანის სიყვარულს, მშობლების პატივისცემას და სხვა მრავალ საყოველთაო ღირებულებას, რათა იქნებ დაინახოს, რომ მისი სრული უარყოფით და ყოველი პუნქტის დარღვევით ცხოვრობს. მაგრამ როგორც ჩანს, უკვე ესეც დაგვიანებულია, რადგან ის, რაც მრავალი საუკუნის წინ ჰუმანისტური ღირებულებების ძირითად პრინციპებად ჩამოყალიბდა, ნაცკლასტერისთვის დღემდე შეუცნობელი და გამოუკვლეველი რჩება. ამიტომაცაა რომ თავად ავად მყოფნი, სპეციალურად ვამნობ ორ სიტყვად, ავად ყოფნი, სხვას მიიჩნევენ სნეულად”,- ამბობს ბაჩო ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები