ჩინეთში ქრისტიანობის გავრცელება მკაცრდება

ჩინეთში ქრისტიანობის გავრცელებასთან ბრძოლის გამკაცრება იგეგმება.

South China Morning Post-ის ინფორმაციით, ქვეყანაში ძალაში ახალი წესები შედის, რომელთა მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებლებს შესაბამისი ნებართვის გარეშე ქრისტიანობის პროპაგანდა აეკრძალებათ.

გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებლები ვალდებულები იქნებიან, ჩინეთის პოლიტიკური სისტემის შესახებ 20-საათიანი კურსი გაიარონ.

როგორც ადგილობრივი ექსპერტები მიიჩნევენ,  ამრიგად ჩინეთის მთავრობა უკანასკნელ შესაძლებლობასაც ბლოკავს, რომ ქვეყანაში ბიბლიასა და ქრისტიანობაზე მსჯელობა თავისუფლებად მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები