კალიფორნიის 5 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კალიფორნიის გუბერნატორმა, გეივინ ნიუსომმა, ტყის ხანძრების გამო, 5 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია ფრესნოში, მადერაში, მარიპოსში, სან ბერნანდინოსა და სან დიეგოში.

უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში ხანძრებს 8 ადამიანი ემსხვერპლა, 3300 ნაგებობა კი განადგურდა.

4 სექტემბერს ხანძარი Creek-ი 182 კვ მეტრ ფართობზე სწრაფად გავრცელდა, რის გამოც ხალხის ევაკუაცია და გზების გადაკეტვა გახდა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები