სალომე ზურაბიშვილი: უმნიშვნელოვანესია ამ საერთაშორისო წვრთნის როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით
“უმნიშვნელოვანესია ამ საერთაშორისო წვრთნის როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ,,ღირსეული პარტნიორი 2020″-ის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი წვრთნები სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება.
“მივესალმები მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად მონაწილეობას იღებენ NATO-ს ოთხი წევრი ქვეყნის – აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები.
უმნიშვნელოვანესია ამ საერთაშორისო წვრთნის როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რაც, საბოლოოდ, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად გაიხსნა.