საქართველოს მაღალმთიანეთის გაზიფიცირება დროებით შეჩერდა – SOCAR -ი პოტენციური მომხმარებლების გადაწყეტილებას ელოდება

COVID 19-მა საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების გაზიფიცირების პროექტს პრობლემები შეუქმნა. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას SOCAR -ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, იბრაჰიმ აჰმადოვმა განუცხადა.

“საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებში გაზის მოწოდებაზე მოლაპარაკებების მხარეები ადგილობრივი სასტუმროს დეველოპერები არიან. COVID 19– სთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, ტურიზმის ინდუსტრიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა თავისი საინვესტიციო საქმიანობა დროებით შეაჩერა. ამ დროისთვის, მოლაპარაკებები შეჩერებულია და განახლდება გაზის პოტენციური მომხმარებლების მხრიდან ინტერესის გაჩენის შემთხვევაში “, – აცხადებს აჰმედოვი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს SOCAR– მა პირველად განახორციელა საქართველოში პროექტი სახელწოდებით – “ვირტუალური გაზსადენი”. ტექნოლოგია გულისხმობს გაზის მიწოდებას მთიანი, ძნელად მისადგომი რეგიონებისთვის, სადაც გაზსადენების გაყვანა თითქმის შეუძლებელია და გაზი დასახლებებში გადაიტანება სპეციალურ კონტეინერებში და არა – მილსადენით. პირველი ასეთი პროექტი საირმეში განხორციელდა.
2020 წლის ექვსი თვის განმავლობაში SOCAR Georgia Gas– მა საქართველოში დაახლოებით 812 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შემოიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები