შალვა კერესელიძე: სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი ერთერთი პრიორიტეტი იქნება

“სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განვითარება ჩვენი ერთერთი პრიორიტეტი იქნება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა კერესელიძემ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ვეტერან და ახალგაზრდა სპორტსმენებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც მწვრთნელები და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

დეპუტატობის კანდიდატმა ხელისუფლების მიერ დუშეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც სპორტის უფრო მეტად განვითარებას ხელს შეუწყობს.

შალვა კერესელიძის თქმით, დუშეთში მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც მომავალ წელს დასრულდება, დაგეგმილია ისტორიული სტადიონის რეაბილიტაცია, ფასანაურში კი სპორტულ დარბაზს უტარდება რეაბილიტაცია.

„სპორტული კომპლექსი, რომელსაც დუშეთში ვაშენებთ ეს იქნება ერთერთი საუკეთესო დარბაზი მრავალი მიმართულებით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განვითარება ჩვენი ერთერთი პრიორიტეტი იქნება”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები