თამარ გაბუნია: კორონავირუსი იქნება ბევრად უფრო რთული სამართავი, როდესაც ამას დაემატება გრიპის ეპიდემიის სეზონი

“კორონავირუსი იქნება ბევრად უფრო რთული სამართავი, როდესაც ამას დაემატება გრიპის ეპიდემიის სეზონი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხადა.

თამარ გაბუნიამ, განმარტა, რომ გრიპის სეზონი ახლოა, იწყება ოქტომბრის ბოლოდან და გასტანს დაახლოებით სამი თვე. „მოსახლეობამ უნდა დაიცვას ჰიგიენის ის წესები რომლისკენაც covid19-ის შემთხვევაში მოვუწოდებთ. მეორე თავდაცვის საშუალებაა, გრიპის ვაქცინაცია. სახელმწიფომ დაიწყო მუშაობა, რომ შემოვიტანოთ 135 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა მაღალი რისკის ჯგუფებისთვის, როგორც ამას ყოველწლიურად ვაკეთებთ. ვცდილობთ მოვიპოვოთ დამატებითი დოზები. გლობალურად გართულებულია გრიპის ვაქცინის მოპოვება, მაგრამ მიდის მუშაობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რომ 135 ათასი ვაქცინის ზემოთ, კიდევ დამატებითი დოზები იყოს ხელმისაწვდომი. რომ გაფართოვდეს ვაქცინაცია“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, ასევე მიდის მუშაობა პნევმონიის ვაქცინის შემოტანაზე იმ ჯგუფებისთვის, სადაც პნევმოკოკური პნევმონიის განვითარების რისკი მაღალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები