“2008 წლის ომის შემდგომ, სააკაშვილის პირადი რეკომენდაციებით, რუსეთის სპეცსამსახურების კადრებით გაჟღენთილ თელასში, საკვანძო თანამდებობებზე “ნაცმოძრაობის” აქტივისტები და მათი „პოლიტბიუროს” ოჯახის წევრები” დაინიშნენ”

„არანაირად არ მიკვირს, რომ სწორედ 2008 წლის ომის შემდგომ, მიხეილ სააკაშვილის პირადი რეკომენდაციების საფუძველზე, რუსეთის სპეცსამსახურების კადრებით გაჟღენთილ ორგანიზაციაში, საკვანძო თანამდებობებზე აყვანილი იქნა “ნაცმოძრაობის” მთელი რიგი აქტივისტი და მათი “პოლიტბიუროს” ოჯახის წევრები”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი.
ექსპერტი საკვანძო თანამდებობებზე დანიშნულთა გვარებს აქვეყნებს.
მისი თქმით, თანამდებობებზე დაინიშნენ კოტე კოვზირიძე – ს/ს თელასის ენერგოგასაღების სამსახურის უფროსი, შალვა ესაკია – საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი, ირაკლი კანდელაკი – დაგეგმარებისა და სასაწყობო მეურნეობის სამსახურის უფროსი, გივი ხეთაგური – სამეურნეო უზრუნველყოფის სექტორის ხელმძღვანელი (ყოფილი ენერგეტიკის მინისტრისა და ნაცების ერთ-ერთი მთავარი პარტიული მოლარის – ალეკო ხეთაგურის მამა), თამარ მანაგაძე – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი (ამირან მესხელის დეიდაშვილი), ლეილა ჩერგოლეიშვილი – გარე სერვისის სამსახურის უფროსი (გიგა ბოკერიას სიდედრი) და ა.შ.
​მისი თქმით, ს/ს თელასი, რუსული კაპიტალით ინვესტირებული კომპანიაა და გაწევრიანებულია რუსეთის კომპანია “ინტერ რაო”-ს ფინანსურ ჯგუფში და ახორციელებს თბილისის ელექტროქსელის მომსახურება/ექსპლუატაციას.
„შაბათ დღეს საქმე თუ არა გაქვს, შენი დრო მტერს მაინც დაუთმეო – არ ვიცი, შეიძლება ვინმეს სადმე ეგეც აქვს ანდაზად დაწერილი. მე კი სურვილი გამიჩნდა პოლიტიკური მოწინააღმდეგის ბანაკის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო.
I will tell you my heart – აი ასე სულელურად გადათარგმნა „გუგლ თრანსლეითერმა” ქართული ანდაზა – „ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო”. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ჭეშმარიტებასა და შენს შორის – ლინგვისტური ტექნიკური შუამავალი ჩნდება. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე მცირე მხილების ჩატარება მხოლოდ ერთ, მაგრამ ძალიან საინტერესო მაგალითზე. მაშ ასე – „პუტინი და მისი ქართველი მეგობრები”. განხილვის ობიექტი – ს/ს თელასია. გახსოვთ ალბათ დავით უსუფაშვილისადმი ნაცების ძირითადი ბრალდებების ნარატივი – 9 აპრილის შემდეგო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რიგებში გაწევრიანდაო
გავიხსენოთ, რომ ს/ს თელასი წარმოადგენს რუსული კაპიტალით ინვესტირებულ კომპანიას, რომელიც გაწევრიანებულია რუსეთის კომპანია “ინტერ რაო”-ს ფინანსურ ჯგუფში და ახორციელებს თბილისის ელექტროქსელის მომსახურება/ექსპლუატაციას. კომპანიის უშიშროების დირექტორად 2012 წლიდან მუშაობდა ყოფილი КГБ-ს და სომხეთის სპეცსამსახურების მაღალჩინოსანი, თადარიგის გენერალ-მაიორი ლევონ სტეფანიანი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა თავისი კურატორისა და მეგობრის, “ინტერ რაო”-ს უშიშროების ბლოკის ხელმძღვანელის, ФСБ-ს გენერლის კუზნეცოვის რეკომენდაციით.
განსახილველ პერიოდში ს/ს თელასი-ს ფინანსურ დირექტორად მუშაობდა ალექსეი ბალჩუგოვი – რომლის შესახებ, თავად ლევონ სტეფანიანი თანამშრომლებში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ა. ბალჩუგოვის მამა ასევე ФСБ-ს გენერალია.
მე არანაირად არ მიკვირს, რომ სწორედ 2008 წლის ომის შემდგომ, მიხეილ სააკაშვილის პირადი რეკომენდაციების საფუძველზე, რუსეთის სპეცსამსახურების კადრებით გაჟღენთილ ორგანიზაციაში, საკვანძო თანამდებობებზე აყვანილი იქნა „ნაციონალური მოძრაობის” მთელი რიგი აქტივისტი და მათი „პოლიტბიუროს” ოჯახის წევრები. კერძოდ: კოტე კოვზირიძე – ს/ს თელასის ენერგოგასაღების სამსახურის უფროსი, შალვა ესაკია – საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი, ირაკლი კანდელაკი – დაგეგმარებისა და სასაწყობო მეურნეობის სამსახურის უფროსი, გივი ხეთაგური – სამეურნეო უზრუნველყოფის სექტორის ხელმძღვანელი (ყოფილი ენერგეტიკის მინისტრისა და ნაცების ერთ-ერთი მთავარი პარტიული მოლარის – ალეკო ხეთაგურის მამა), თამარ მანაგაძე – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი (ამირან მესხელის დეიდაშვილი), ლეილა ჩერგოლეიშვილი – გარე სერვისის სამსახურის უფროსი (გიგა ბოკერიას სიდედრი) და ა.შ.
​ამ მხრივ, ვინც დღეს აშშ-სა და ევროპაში მოღვაწე მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნების სახელით, საქართველოს ხელისუფლებას „პუტინიზმში” ადანაშაულებენ, ვინმეს თუ შეუძლია გუგლ თრანსლეითერის გარეშე ნაცების ლობისტებს ამ ზემოთ მოყვანილი ქართული ანდაზის არსი სწორად გააგებინოს?”- წერს დავით ქართველიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები