თავდაცვის მინისტრმა ბრიტანეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიტანელ დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
​უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა ბრიტანეთის მხარეს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებული წვლილი აღნიშნა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში – Noble Partner 2020 ბრიტანელი სამხედროების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცეპოლკოვნიკი – ენტონი ბრუმველი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები