სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 24 000 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 2 955 139 ლარი შეადგინა

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით შემუშავებული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა – „ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე“ მელიორაციის კუთხით მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს.

საქართველოს მელიორაციის ცნობით, ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.

4 სექტემბრის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით ისარგებლა და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან გათავისუფლდა 24 000 აბონენტი. ბენეფიციართა დანაზოგმა 2 955 139 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, წყალმომხმარებლებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული დავალიანება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები