შიდა ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის კასპში 1 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 6-დან 12 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.ბ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ბრალდებით კასპში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ნივთმტკიცების სახით, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 14 აბი ამოიღეს. ასევე, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ 10 ძირი ნარკოტიკული მცენარე კანაფის ნერგი ამოიღო.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა ან კულტივირების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.