საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 15 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 596 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 15 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 294-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 250 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები