სანქტ პეტერბურგის „ზენიტი“ ოკუპირებულ აფხაზეთში საფეხბურთო აკადემიას ხსნის

სანქტ პეტერბურგის „ზენიტი“ ოკუპირებულ აფხაზეთში საფეხბურთო აკადემიის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას საფეხბურთო კლუბ „ზენიტის“ წამომადგენელმა ოკუპირებულ აფხაზეთში, არმენ კაპიკიანმა განუცხადა.
„აფხაზეთის სპორტკომიტეტმა შესაბამისი თხოვნით „ზენიტს“ მიმართა და ისინიც დათანხმდნენ. ამ პროექტის პირველი ეტაპი ბავშვთა მწვრთნელების მომზადება იქნება“, – აცხადებს კაპიკიანი.
კაპიკიანის თქმით, სასწავლო კურსებს 27 აფხაზი მწვრთნელი გაივლის და შესაბამის ლიცენზიებსაც მიიღებენ. როგორც ის აცხადებს, პროექტი რუსეთის ფეხბურთის ფედერაციასთანაც შეთანხმებულია.
როგორც ირკვევა, მომავალ აკადემიაში 2009-2013 წელებში დაბადებულ ბავშვებს მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები