“ბოტასისა“ და საათების რომელი ბრენდებია პოპულარული და რას ირჩევენ კოლექციონერები eBay-ზე

მსოფლიოში ერთერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ სავაჭრო პლათფორმის, eBay-ის მონაცემებით, უნიკალური და გამორჩეული ნივთების მაძიებლებში განსაკუთრებული პოპულარობით „ბოტასები“ და საათები სარგებლობს.

როგორც კომპანიის პრესსამსახური აცხადებს, ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე დიდი თანხა,100 ათასი დოლარი მომხმარებელმა Air Jordan 12 OVO -ში გადაიხადა. მეორე ადგილზე Nike Air Yeezy 1 -ის „ბოტასია“, ხოლო მესამეზე – Air Jordan 4 Retro, რომელშიც, შესაბამისად, 47 999 და 37 500 დოლარი გადაიხადეს.
ყველაზე გაყიდვადი ბოტასების რეიტინგი eBay-ის მიხედვით ასეთია:

Adidas Stan Smith
Converse Chuck Taylor All Star
Nike Cortez
Vans Checkerboard Slip On
Vans Ward, adidas Superstar
Air Jordan 1
Nike Dunk
Nike Air Forсe 1
Air Jordan 11
Nike Air Max 1
Gucci Tennis 84
Reebok Ex-O-Fit
რაც შეეხება საათებს. როგორც ირკვევა წელს ყველაზე ძვირად Patek Philippe Grand Complications Watch -ის საათი გაიყიდა და მასში 535 499 დოლარი გადაიხადეს.
პოპულარული ბრენდების ათეული ასე გამოიყურება:
Rolex Submariner
Rolex Cellini
Rolex Cosmograph Daytona
Rolex Datejust
Rolex GMT Master
Rolex Sea-Dweller
Audemars Piguet Royal Oak
Breitling Navitimer
Cartier Santos
Cartier Tank.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები