თამარ ბაჩალიაშვილის ბებია: ვინ არის ის სამი მაღალჩინოსანი, რატომ არ ამბობენ?!

„ვინ არის ის სამი მაღალჩინოსანი, რატომ არ ამბობენ”?! – ამ კითხვაზე პასუხს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბებია, რიტა ზურაბაშვილი, იმ მედიასაშუალებებისგან ითხოვს, რომელთა ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში სამი მაღალჩინოსანი ფიგურირებს.

როგორც POSTV-ის ზურაბაშვილმა განუცხადა, ოჯახს ამის თქმას აიძულებენ.

„უკვე გამოვრთე ტელეფონი, აღარ მინდა, ტელეფონში ვკითხულობ, რომ სამმა მაღალჩინოსანმა მოკლა ჩემი შვილიშვილი და მთელი მსოფლიოს დედებო გავერთიანდეთო. ვინაა, ის სამი მაღალჩინოსანი, რატომ არ ამბობენ? თქვან, რომ ეს არის მაღალჩინოსანი, ვიზეც ბავშვი მუშაობდა”, – აცხადებს ბაჩალიაშვილის ბებია.

მისი თქმით, მასთან გამოკითხვაზე არავინ მისულა, მათ შორის არც ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროდან იყვნენ, გაიგეს ჩემი მდგომარეობა, მე სად ვიყავი, როგორ ვიყავი, მომაწერინეს ხელი. ადვოკატი რატომ არ ინტერესდება, ვინაა რიტა, რომელთანაც ეს ბავშვები სულ დროს ატარებდნენ. აი, უბრალოდ მაინც არ აინტერესებს? გაუჩინარების დღესაც აქ იყო. ტერიტორიაზე იარაო, მილიციას ეძებდაო, დოკუმენტაცია უნდა მიეტანაო, მილიციას ვერ იპოვიდა ბავშვი?! აქ ნათესავს უცხოვრიაო, ბებიასო და ვერ მივაგენითო. ვერ მიაგნეს, აი აქედან აქ რომ ეკითხათ?” – აღნიშნავს  რიტა ზურაბაშვილი.

მისივე თქმით, ადვოკატი მხოლოდ გასვენების დღეს დაინახა.

„ადვოკატი მოვიდაო და უბრალოდ ვიზუალურად დავინახე, გადავირიე, თეონა, ეს საიდან მეთქი, დიახაცო, თვითონ მისულა ეს ადვოკატი, უთქვამს, მე მოვალო, თქვენი ტოლა შვილი მყავსო და უფასოდ მოგემსახურებითო, ახლანდელი ადვოკატები რომლებია, უფასოდ რომ გემსახურებიან? რატომ არ დაინტერესდი, რატომ უნდა მემსახურო მე უფასოდ? რატომ არ მოდის ახლა? ერთ დღესაც მოდის რამიშვილი, შემოვედი, აბა რას გვეტყვით ბატონო ადვოკატო მეთქი? დაავლო თავის ჩანთას ხელი და წავიდა. მამისთვის უთქვამს, როცა ეგ ქალბატონი იქნება, არაფერს ვიტყვიო და არ მკითხოთო. გასვენების დღეებში მე რომ დამინახავდა, საერთოდ არ შემოდიოდა. მე ვუთხარი, გვარამია რომ მომიყვანეს, მეზობლად ქალბატონი მყავს და ვითომ იმასთან დაქალობს, იმან იცი რა მითხრა, ქალბატონო რიტა, რატომ ნერვიულობთ? მე ოჯახის გარეშე ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს, ოჯახი მეუბნება და ვაკეთებო” – აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის დედა იმ დღეებში გათიშული იყო, სასწრაფო თიშავდა, რადგან არაადეკვატურად იქცეოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები