თბილისში სუპერმარკეტ “ბაიას” 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისში სუპერმარკეტ “ბაიას” 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც თანამშრომლები აცხადებენ, ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და ხუთივე მათგანი გადაყვანილია ბოჭორიშვილის კლინიკაში.

“კურიერის” ინფორმაციით, ასევე, ნახევარფაბრიკატების საწარმოს, “ქალაქურის” თანამშრომელი ოჯახის ორ წევრთან ერთად ახლა ბოქსირებულ სექტორში იმყოფება.

“კურიერის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ნახევარფაბრიკატების საწარმო “ბაიაში”, სადაც თანამშრომელს კორონავირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა, ამ ეტაპზე, არც სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებულა და არც თანამშრომლები გადასულან კარანტინში.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 2 მათგანი მაღაზია “ნიკორას” თანამშრომელია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები