ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე, “ნიკორას” მაღაზიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მაღაზიათა ქსელ “ნიკორას” ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთერთი მაღაზიის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც “კვირას” “ნიკორას” პრესსამსახურში განუცხადეს, კოვიდ 19  55 წლამდე ქალბატონებს დაუდასტურდათ, მათგან ერთი დიასახლისია, მეორე კი  – მცხობელი.

კომპანიის ინფორმაციით, ქალბატონებს მომხმარებლებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

ასევე, ტესტირება ჩაუტარდა მაღაზიის 22 თანამშრომელს, რომელთა პასუხი ამ ეტაპზე უარყოფითია, მათი ნაწილი სახლის პირობებში იმყოფება, თვითიზოლაციაში, ნაწილი კი – სახელმწიფოს მიერ მოწყობილ საკარანტინე სივრცეში.

როგორც “ნიკორაში” განმარტეს, პირველი შემთხვევა 30 აგვისტოს გამოვლინდა, რის შემდეგაც მაღაზიის აღნიშნული ფილიალი დაიკეტა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, დღეს დილიდან კი ობიექტი ახალი თანამშრომლებით გაიხსნა.

ორივე ქალბატონიო ჰოსპიტალიზებულია. როგორც კომპანიაში განმარტეს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები