იბრაჰიმ აჰმედოვი: აზერბაიჯანული დიზელის მთავარი მომხმარებლები საქართველო და თურქეთია

კომპანია SOCAR-ის ოფიციალური წარმომადგენლის, იბრაჰიმ აჰმედოვის განცხადებით, აზერბაიჯანული დიზელის ძირითადი მომხმარებლები საქართველო და თურქეთი არიან.

როგორც აჰმედოვმა სააგენტო „პრაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს საწარმოო პროცესში გარკვეული ცვლილებები შეტანა მოუხდათ. აჰმედოვის განმარტებით, პანდემიის გამო, საავიაციო მიმოსვლა მსოფლიოში თითქმის განახევრდა, შესაბამისად, შემცირდა მოთხოვნა საავიაციო საწვავზე.

როგორც აჰმედოვი აცხადებს, ალტერნატივის სახით, ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა დიზელის წარმოება გაზარდეს, რომლის მოხმარებაც დიდად არ შემცირებულა.

„აზერბაიჯანული დიზელის გასაღების ძირითადი ბაზარი საქართველო და აზერბაიჯანია. ეს ქვეყნები მნიშვნელოვან წილად ჩვენზეა დამოკიდებული, რამაც გასაღების ბაზარი შეგვინარჩუნა“, – აცხადებს აჰმედოვი.

მისი თქმით, აზერბაიჯანის ნავთობგადამამუშავებელი საწრმოების საწარმოო ციკლი მომავალშიც ბაზარზე არსებული ტენდეციების მიხედვით დარეგულირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები