ირაკლი კობახიძე: ფაქტია და არა მუქარა, რომ თუ სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში, ის შევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

„მიხეილ სააკაშვილს ელოდება მართლმსაჯულება საქართველოში. მის წინააღმდეგ უკვე დასრულებულია სისხლისსამართლებრივი საქმე. სასამართლომ მას შეუფარდა კონკრეტული სასჯელი”, – განაცხადა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ეთერში. მისი თქმით, არა მარტო ქართულ მართლმსაჯულებას, არამედ სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს გირგვლიანის ეპიზოდში სააკაშვილის დანაშაული გამოკვეთილი.

„ის არის დამნაშავე, ის არის კრიმინალი. ფაქტია და არა მუქარა, რომ თუ სააკაშვილი დაბრუნდება საქართველოში, ის შევა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მართლმსაუჯულება ბოლოს აუცილებლად იზეიმებს, რადგან ის დანაშაული, რაც მან ჩაიდინა, არის უმძიმესი. 8 წლის შემდეგ მოვისმინეთ მისი აღიარებითი ჩვენება. 8 წლის შემდეგ გაახსენდა თავისი უმძიმესი დანაშაულები და ამისთვის მოიხადა ბოდიში. ასეთი დანაშაულებისთვის ბოდიშს კი არ იხდიან, არამედ პასუხს აგებენ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები