შალვა კერესელიძე: სიონს აქვს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი

„ქართული ოცნების“ მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, შალვა კერესელიძე საარჩევნო კამპანიას თიანეთში აგრძელებს. კანდიდატმა შეხვედრა დაბა სიონის მცხოვრებლებთან გამართა. შალვა კერესელიძემ ადგილობრივ მოსახლეობას იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რის განხორციელებასაც მისი გუნდი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს.

კერესელიძე, სიონის გარდა,  იმყოფებოდა სოფლებში: მყუდრო, ბოჭორმა, ომარაულები და ორხევი. ადგილობრივ მოსახლეობას, ძირითადად, სასმელი წყლისა და ინფრასტრუქტურის პრობლემები აწუხებს.
„სიონი  გახლავთ ერთერთი შესანიშნავი ადგილი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ტურიზმის განვითარებისთვის და სწორედ აქ ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა ეს იქნება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენთვის, ეს გვითხრა მოსახლეობამაც. თქვენ ნახეთ, რამდენი კაფე და რესტორანია სიონში და ამ ადგილს სჭირდება განვითარება, სიონს აქვს ძალინ დიდი ტურისტული პოტენციალი”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

“რაც შეეხება სოფლებს: მყუდროს, ბოჭორმას, ომარაულებსა და ორხევს – მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნა არის სასმელი წყალი. წყალი მართლაც რომ ერთერთი მნიშვნელოვნი პრიორიტეტია ჩვენთვის მომავალი წლების ბიუჯეტების ფორმირების დროს“, -აღნიშნა კერესელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები