ზესტაფონში აღმაშენებლის ქუჩის სრული რეკონსტრუქცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო.

როგორც “რეგიონული კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტი, რომლის ღირებულება 8 მილიონ ლარს აღემატება, ქალაქის ცენტრალური მაგისტრალის სრულ რეაბილიტაციას, ასევე, კვალითის დასახლებაში, მაღლაკელიძის, შათირიშვილისა და მელქაძის ქუჩების რეკონსტრუქციას ითვალისწინებს.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, აღმაშენებლის ქუჩაზე განახლდება საავტომობილო გზის მონაკვეთი, გარე განათებები, ტროტუარები, ბორდიურები და სანიაღვრე არხები. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პროექტის რეაბილიტაციას „ნიუ გრუპი“ ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვახტანგ ღამბაშიძესთან ერთად დაათვალიერა.

„თავისი მასშტაბებითა და დანიშნულებით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტი არ განხორციელებულა. რამდენიმე თვეში ქალაქს ექნება სრულიად განახლებული ცენტრალური ქუჩა, ყველა სტანდარტის დაცვით“, – აღნიშნა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები