1-4 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მომატება: დაბლობსა და ბარში 33-38, მთაში 31-36, სანაპირო რაიონებში კი 30-35 გრადუსამდე.

1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„მოსალოდნელი მეტეოროლოგიური სიტუაცია (ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი) შექმნის ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები