რომელი ქვეყანაა ლიდერი ჯანდაცვის კუთხით მსოფლიოსა და ყოფილ საბჭოეთში – რომელ ადგილზეა საქართველო

მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა Numbeo-მ საუკეთესო ჯანდაცვის მქონე ქვეყნების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილზე ტაივანია, მეორეზე – სამხრეთ კორეა, ხოლო მესამეზე – საფრანგეთი, მეოთხე ადგილზე იაპონია გავიდა.

საინტერესოა, რომ გერმანია რეიტინგში მხოლოდ მე-18 ადგილზეა, ამერიკის შეერთებული შტატები კი – ოცდამეათე ადგილზე. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულ იქნა ოთხი მთავარი კრიტერიუმი:

სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია, კეთილგანწყობა და კომპეტენტურობა;

სწორი დიაგნოზის დასმის სისწრაფე და კვლევის შესაძლებლობები;

თანამედროვე ტექნოლოგიები, აპარატურა სამედიცინო დაწესებულებებსა და კლინიკებში;

საავადმყოფოების ხელმისაწვდომობა და ლოდინის დრო მიღებაზე.

Numbeo-ს რეიტინგში საქართველო 82-ე ადგილზეა და ის ამ მაჩვენებლით პოლონეთისა ( 83 ) და ირანის ( 81) კომპანიაშია.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა ესტონეთს აქვს.

ესტონეთს მსოფლიო რეიტინგშიც მოწინავე 21-ე ადგილი უჭირავს. ესტონეთის შემდეგ საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნებიდან მეორე ადგილზე ლიტვაა, შემდეგ ლატვია. მეოთხეზე ყაზახეთია, შემდეგ ბელორუსი და რუსეთი. მეშვიდე ადგილზე ყირგიზეთია, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ყოფილი საბჭოთა კვშირის ქვეყნებს შორის მე-8 ადგილი დაიკავა. საქართველოს შემდეგ მოდიან თურქმენეთი, სომხეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და ტაჯიკეთი. რაც შეეხება საქართველოს უშუალო მეზობელს თურქეთს – ამ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ რეიტინგში ოცდამერვე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები