გიორგი გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხულოში მცხოვრები ადამიანების ყოფა არ განსხვავდებოდეს ბათუმში მცხოვრებისგან
მმართველი პარტიის ლიდერებმა პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ქათამაძე ქედისა და შუახევის შემდეგ ხულოელ ამომრჩეველს წარუდგინეს.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხულოში ბევრი გეგმა შესრულდა, თუმცა კიდევ არის პროექტები, რომლის განხორციელება დაიწყო და უახლოეს პერიოდში დასრულდება.
„ბევრი დაპირება უფრო ადრე უნდა განხორციელებულიყო, მაგალითად ხულო-ზარზმის გზის მოწყობა, მაგრამ უკვე დაწყებულია და სამ წელიწადში იქნება დასრულებული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხულოში მცხოვრები ადამიანების ყოფა არ განსხვავდებოდეს ბათუმში მცხოვრებისგან და ამაში თქვენი არჩევანიც უნდა დაგვეხმაროს“, – მიმართა ამომრჩეველს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.