,,თავისუფალი დემოკრატები“ ყოფილი მოსისხლე მტრების, ,,ევროპული საქართველოს“ ბანაკში უპარტიო თანამებრძოლებად

გასულ კვირას ,,თავისუფალი დემოკრატები“ პარტიის ლიდერებმა: შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და ალექსანდრე ბარამიძემ დატოვეს. ოფიციალურ მიზეზად პარტიის ერთერთი ლიდერის, დევი ტაბიძის “ქართული ოცნების” მაჟორიტარების წარდგენის ცერემონიაზე დასწრება დასახელდა.

ნინო გოგუაძე: ,,ჩავთვალეთ, რომ არ ღირდა ბრძოლა პარტიაში, რომელშიც თანაპარტიელები პოლიტიკურ პრინციპებს ღალატობენ და უბრძოლველად გავეცალეთ პარტიას”. ნინო გოგუაძის ამ განცხადებას დღეს უკვე ,,თავისუფალი დემოკრატების“ პარტიის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ბატონი დევი ტაბიძე კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე იყო და ის, როგორც ექიმი, ვალდებული იყო, ევლო საქმიან შეხვედრებზე, რაც არავითარ შემთხვევაში  ნიშნავდა პარტიული იდეალების ღალატს.

ასე იყო თუ ისე, შავგულიძე-ბარამიძე-გოგუაძის ტრიომ მშობლიური პარტია ხმაურით დატოვა და ერთ დროს დაუძინებელი მოწინააღმდეგისა და პარტიული მტერის, იმხანად ,,ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში მყოფი, აწ უკვე ,,ევროპული საქართველოს“ სახელით მოთამაშე ახალ თანაგუნდელებს შეუერთდნე არაპარტიულ წევრებად. ნინო გოგუაძე ელენე ხოშტარიას საარჩევნო შტაბის უფროსი გახდა, შალვა შავგულიძე ,,ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატია მტაწმინდაზე, სანდრო ბარამიძეს კი უბრალოდ ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის შეცვლა სურს ყოფილ დაუძინებელ მტრებთან.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში თავისუფალი დემოკრატების ლიდერთა გადაწყვეტილება არაერთგვაროვნად შეფასდა.  პოლიტიკოსთა ნაწილს არ გაჰკვირვებია ,,ქართულ ოცნებაზე“ გაბრაზებული პოლიტიკური სახეების რადიკალურად განსხვავებულ ბანაკში გადაბარგება და მიიჩნიეს, რომ ბიძინა ივანიშილმა ჯეროვნად არ დაუფასა შავგულიძე-გოგუაძე- ბარამიძეს გაწეული პარტიული ღვაწლი, ამიტომაც წავიდნენ იქ, სადაც მეტ გამორჩენას მოელოდნენ. ნაწილი კი გააკვირვა ადრე პრინციპულ თანამებრძოლთა პოლიტიკურმა ფერისცვალებამ, რომლებიც ჯერ კიდევ მოახლოებულ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე აცხადებდნენ, რომ მათი მთავარი ამოცანა ,,ქვეყანაში განსხვავებული პოლიტიკური ქცევის სტანდარტის შექმნა“ იყო. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ,,განსხვავებული პოლიტიკური ქცევის სტანდარტის დამკვიდრება“ მათ არა დამოუკიდებლად, არამედ ,,ევროპულ საქართველოსთან“ ერთად არჩიეს.

რამ გაანაწყენათ ერთ დროს კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სახეები, რომლებსაც ბიძინა ივანიშილის სრული მხარდაჭერით სარგებლობდნენ?

შალვა შავგულიძე – მე-8 მოწვევის (2012-2016) წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, ვაკის მაჟორიტარი კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან“. დეპუტატობა შავგულიძის კარიერის პიკი იყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ის ჯერ თსუ ლაბორანტია (1974-1975 წწ.), სსრკ მუსფონდის საქართველოს განყოფილების მებაღე (1976 წ.), შემდეგ კვლავ თსუ ლაბორანტობას უბრუნდება, 1981-1983 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაბორანტია, ხოლო 1992-1994 წლებში  – პროკურორი.
ამ დროიდან მის ბიოგრაფიაში ოფიციალური ჩანაწერები წყდება. ის ხან აქ, ხან იქ მუშაობს სხვადასხვა თანამდებობაზე, არის ადვოკატი სხვადასხვა საადვოკატო ბიუროში. საზოგადოებისთვის შალვა შავგულიძის სახელი ცნობილი მას შემდეგ ხდება, რაც ის სანდრო გვირგვლიანისა და სულხან მოლაშილის ადვოკატი ხდება. ამ დროიდანვე იმკვიდრებს სისხლიანი რეჟიმის წინააღდეგ მებრძოლი ადვოკატის სახელს, 2009 წელს კი ,,ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ თანადამფუძნებელია.
ყველაზე მაღალი თანამდებობა შავგულიძის ბიოგრაფიაში 2014-2016 წლებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეობაა,
პირველი შავი ლაქა შალვა შავგულიძის ბიოგრაფიაში, რაც ირინა ენუქიძის ეჭვმა გააჩინა. საკუთარ თანაკლასელსა და ოჯახის ადვოკატს სანდრო გვირგვლიანის დედა არაპროფესიონალიზმში სდებდა ბრალს. შავგულიძემ სანდრო გვირგვლიანის საქმე სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა და წააგო. მაშინ შავგულიძემ ეს ფაქტი საკუთარი იურიდიული მოსაზრებებით ახსნა, თუმცა ეჭვი, რომ შავგულიძე ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ ფარულ ალიანსში იყო და სააკაშვილის ინტერესებს ითვალისწინებდა, მას შემდეგ გამყარდა, რაც 2019 წლის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში შალვა მურუსიძე ,,ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანებული საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატი გახდა მთაწმინდის რაიონში. შავგულიძეს სწორედ მაშინ შეახსენეს სულხან მოლაშვილის 2013 წლის საჯარო განცხადება, რომ გიგა ბოკერია ციხის საკანში მის წამებაში იღებდა მონაწილეობას. მოსამართლე ლევან მურუსიძემ ოპონენტს პირდაპირ ეთერში შეახსენა:

„სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ მის მიმართ ციხეში განხორციელდა წამება და ამ წამებაში გიგა ბოკერია დაადანაშაულა. თქვენ იყავით მოლაშვილის ადვოკატი, იცავდით ოჯახის ინტერესებს, სარგებლობდით ოჯახის ნდობით და, შესაბამისად, დღეს ხართ იმ პარტიის წევრი, რომლის ლიდერი, გიგა ბოკერია თქვენი კლიენტის მწამებელი იყო?“
მურუსიძის განცხადებას შავგულიძემ მის წინააღმდეგ ,,ოცნების“ შავი პიარი” უწოდა და მოსამართლეს უპასუხა, რომ ,,მურუსიძეში აღარ დარჩა მოსამართლე“, თავი კი იმით იმართლა, რომ, მიუხედავად სულხან მოლაშილის ადვოკატობისა, მოლაშვილს მისთვის სიცოცხლეში არ უთქვამს, რომ გიგა ბოკერია მისი ერთერთი მწამებელი იყო.
„თქვენი განცხადებაც მაქვს წაკითხული 2016 წელს. თქვით, რომ როდესაც იცავდით სულხან მოლაშვილის ინტერესებს, თქვენთვის ეს გვარები არ დაუსახელებია, მაგრამ ამ გვარებს ასახელებდა 2013 წელს და მგონი, უფრო მოგვიანებითაც“, – მიმართა მურუსიძემ შავგულიძეს.
შავგულიძის პოლიტიკური კარიერა თავდაღმართში 2019 წლიდან, მთაწმინდის შუალედური არჩევნების შემდეგ დაეშვა და ელექტორატის ნდობაც დაკარგა. ამ დროიდან ,,თავისუფალმა დემოკრატბი“ ,,ევროპულ საქართველოსთან ამყარებენ პოლიტიკურ კავშირს. ეტყობა, შავგულიძე და სხვა დემოკრატები გარკვეულ უხერხულობას მაინც გრძნობდნენ ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას პერსონის მიმართ, ამიტომ შავგულიძე საჯარო გამოსვლებისას ხმამაღლა აცხადებს, რომ ის ,,არ არის ევროპული საქართველოს წევრი.“ 2019 წლის 27 და 28 მაისს შალვა შავგულიძე მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ,,არ ახსოვს, რაზე იხდიან სასჯელს ბაჩო ახალაია“ და უჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე: ,,არიან თუ არა ახალაია და მერაბიშვილი პოლიტპატიმრები?“

რაც შეეხება გვირგვლიანისა და მოლაშვილის ოჯახის წევრებს, მათ ყოფილი ადვოკატის გადაწყვეტილება ისე გაუკვირდათ, რომ იმ მწირ კომენტარებშიც კი, რაც მათ მედიისთვის გააკეთეს, აშკარად იკითხება ოჯახების ეჭი: იმთავითვე ხომ არ იყო სააკაშვილის ჩანერგილი შავგულიძე გვირგვლიანისა და მოლაშილის საქმეებში. მათი ეჭვი 2019 წლის 9 ივნისის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩართვამ გაამყარა, რომელშიც ის შალვა შავგულიძეს მხარს უჭერს მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში და მას “ნიჭიერ ადვოკატსა და თანამებრძოლს” უწოდებს, შავგულიძე კი მადლობას უხდის სააკაშილს მხარდაჭერისთვის.
შავგულიძის ამ განცხადებებმა სააკაშვილის რეჟიმის მიერ რეპრესირებული ოჯახის წევრები და პოლიტპატიმრების მოთმინების ფიალა აავსო. სააკაშილის ხელისუფლების მსხვერპლის, ბუტა რობაქიძის მამა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის შეხვედრაზე მივიდა და შავგულიძეს მიმართა: ,,შალვა ამ დღის მერე აღარც ადვოკატი ხარ, აღარც – პოლიტიკოსი და აღარც –  კაცი!!!“
ბიძნა ივანიშვილთან შალვა შავგულიძე ირაკლი ალასანიამ 2012 წელს წარადგინა, როგორც სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ადვოკატი. შავგულიძის მეუღლე, ლუბა ელიაშვილი ამ დროისთვის უკვე იყო ივანიშვილის პრესსამსახურის თანამშრომელი. შესაძლოა, შავგულიძისა და მისი მეუღლის ივანიშვილზე განაწყენება იმ დღიდან დაიწყო, რაც ხელისუფლებაში მოსულმა ივანიშილმა ,,მე-9 არხი“ და ,,ინფო 9“ დახურა, რომელსაც, სოლიდური გასამრჯელოს ფასად, ლუბა ელიაშვილისა და ხელმძღვანლობდა. ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში შავგულიძემ ივანიშვილის ნდობა უკვე ვეღარ მოიპოვა.

ასეა თუ ისე, დღეს სულხან მოლაშვილის მწამებლად წოდებული გიგა ბოკერია მოლაშვილის ადვოკატზე აცხადებს: ,,ჩვენ და შალვას გვაქვს ერთიანი ხედვა აწმყოსა და მომავალზე“, აქვე აღიარებს წარსულის შეცდომებსაც: ,,გვირგვლიანის საქმეში ჩვენ მტყუანები ვიყავით და შალვა – მართალი. ასე მიმაჩნია გლწრფელად არა მარტო ახლა, როდესაც შავგულიძე ჩვენთანაა, არამედ – იქამდეც.“

როდის ,,იქამდე“ მიიჩნევდა ბოკერია თავს დამნაშავედ, არ აკონკრეტებს, სამაგიეროდ, შავგულიძე თავმომწონებით წერს: ,,ჩემ ირგვლივ შეიკრიბნენ ევროპული სპექტრის პოლიტიკოსები – მიხეილ სააკაშვილი და გიორგი მარგველაშვილი”.

ნინო გოგუაძე – მე-8 მოწვევის პარლამენტარი, საარჩევნო ბლოკი ,,ბიძინა ივანიშვილი-,,ქართული ოცნება“. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ის ჯერ 1980-2004 წლამდე არაორგანული და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მუშაობს სპეციალისტად, 1990-1994 წლებშ სამედიცინო აკადემიაში, 2000-2003 წლებში კი განათლების გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტში. 2004 წლიდან ნინო გოგუაძე უმუშევარია იქამდე, ვიდრე ირაკლი ალასანიამ ის ბიძინა ივანიშვილს არ წარუდგინა, როგორც ,,თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებელი და პარტიის პოლიტიკური მდივანი. 2012 წლიდან ის ,,ქართული ოცნების“ შტაბშია და, მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სპიჩრაიტერია მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ფილოლოგიური განათლება არ გააჩნია. ლუბა ელიაშვილი მაღალ შეფასებას აძლევს თანამებრძოლი გოგუაძის მოღვაწეობას ივანიშვილის სამსახურში: ,,ბიძინა ივანიშვილის ყველა ის სიტყვა, რომელიც ამომრჩეველს გულში ხვდებოდა, სწორედ ნინო გოგუაძის დაწერილი იყო”. თუმცა, მოგვიანებით, გოგუაძემ, რომლის სიტყვებითაც ერთ დროს ივანიშვილის საუბრობდა, თანამოაზრეს ასე მიმართა: ,,ახლა ვხვდები, რომ თქვენ არც ხალხი და არც ქვეყანა არ გაინტერესებთ და დღეიდან ჩემი პირადი მტერი ხართ”. ხოლო ივანიშვილი გოგუაძის პირადი მტერი მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წლის საპარლამენტო სიაში ვეღარ მოხვდა და პოლიტიკური ავანსცენიდან კულუარებში მოუხდა გადანაცვლება.

2020 წლის ივლისიდან გოგუაძე განაწყენებული ტოვებს “თავისუფალ დემოკრატებს”, გული სწყდება მშობლიურ პარტიაზე, თუმცა პარტიის შესანარჩუნებლად ბრძოლას არ აპირებს: ,,თუ ვინმეს თავისუფალი დემოკრატების ღირებულებებთან აქვს კავშირი, ეს ვართ მე და შალვა შავგულიძე”. დემოკრატიული იდეებით შეიარაღებული გოგუაძე 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნებში ,,ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის, ელენე ხოშტარიას საარჩევო შტაბის ხელმძღვანელი ხდება არაპარტიული ნიშნითა და დემოკრატიული მხოფლმხედველობით – სწორედ იმ გუნდის წევრი, რომელთა წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლასაც ცხოვრების 5 წელი შეალია.
ალექსანდრე ბარამიძე – 2012 წლიდან საარჩევნო ბლოკი ,,ბიძინა ივანიშვილი-,,ქართული ოცნების“ საარჩევნო ბლოკის წევრი, 2012 წელს კი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატია. 2013-2018 წლებში ბარამიძე იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილედ ინიშნება. 2018 წელს კი ის იუსტიციის სამინისტროს ტოვებს. სამსახურიდან გადადგომის ოფიციალურ მიზეზად  ხორავას ქუჩის ტრაგედიას ასახელებს: ,,სარალიძის საქმემ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სრულიად თვალსაჩინო გახდა, რომ ქართულ სამართალდამცავ სისტემაში სისტემური ხარვეზები არსებობს”. ბარამიძისთვის შეუძლებელი გამხდარა იმის მოთმენა, რომ პროკურატურის საშუალო დონის ჩინოვნილის სურვილისამებრ იძიებენ საქმეებს. ,,თეა წულუკიანთან პრობლემა არ მქონია, მე ვერ შევეგუე სისტემურ პრობლემებს“, – აცხადებს 2018 წელს ჟურნალ ,,ლიბერალთან“ საუბრისას სანდრო ბარამიძე.
2018 წლის 24 ივლისს, თანამდებობის დატოვების შემდეგ ბარამიძე ,,თავისუფალ დემოკრატებს“ შეუერთდა: ,,იქ არიან ჩემი დიდი ხნის მეგობრები, ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა და ფასეულობები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა”, –  სპეციალურ ბრიფინგზე აცხადებს იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე.
კულუარული ინფორმაციით, სანდრო ბარამიძის ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე მას შემდეგ განაწყენდა, რაც 2018 წლის 20  ივნისს პრემიერმინისტრმა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტს მინისტრ თეა წულიკიანის პირველი მოადგილის რანგში ბარამიძე აღარ წარუდგინა. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს ხელისუფლებას 3 მოსამართლის კვალიფიკაციიის კრიტერიუმები დაუწუნა და მათი კანდიდატურები ევროსასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ჩააგდო. წარდგენილ 3 მოსამართლეთა შორის ალექსანდრე ბარამიძეც იყო, ევა გოცირიძესა და გიორგი ბადაშვილთან ერთად.

განაწყენებული ბარამიძე  24 ივნისს განცხადებას წერს და სამინისტროდან მიდის.
2020 წლის ივლისის ბოლოს ბარამიძე ,,ევროპულ საქართველოში“ უპარტიო თანამოზარედ ერთიანდება და 2012-18 წლებში დაუძინებელ მტრებთან ერთად აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები