„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის პირველი ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა

 

„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის პირველი ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა.

ნიდერლანდურ-ქართულმა კონსორციუმმა „გეოჰოლდინგ & KSH“ მომავალი კლასტერის კონცეფცია და სამუშაო გეგმა მმართველობითი კომიტეტის წევრებს წარუდგინა.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ.

პროექტის განხორციელება იმერეთის მეწარმეებსა და ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, აწარმოონ ისეთი ხარისხის პროდუქცია, რომელიც გავა ევროპულ ბაზარზე. კონსორციუმის მიერ ჩატარებული სხვადასხვა სახის კვლევებისა და საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარების შედეგად ჩამოყალიბდა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სასათბურე კლასტერი იმერეთის რეგიონში, რომლის გაშენება 220 ჰა მიწის ფართობზე იგეგმება და 900-მდე სამუშაო ადგილის შექმნაა გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები