გიორგი გამსახურდია – კონსტანტინე გამსახურდიას მუზეუმის რეაბილიტაცია, რომელსაც „ქართუ“ ახორციელებს, დიდი პროექტია, სწორედ ესაა ისტორიაზე და ქვეყნის სიყვარულზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი ხედვა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აშკარად გააჩნია

სწორედ ესაა ისტორიაზე და ქვეყნის სიყვარულზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი ხედვა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის აშკარად გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, ფონდ „ქართუს“ მიერ, სოფელ აბაშაში, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის აღდგენასთან დაკავშირებით წერს.

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში, მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები გიორგი გამსახურდიამ, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ალექსანდრე მოწერელიასთან და ძმასთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად დაათვალიერა.

„დღეს ალეკოსთან ერთად, მე და კოკომ ბაბუაჩვენის მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები მოვინახულეთ. დიდი პროექტია, რომელიც, სრულად, ფონდი ქართუს მხარდაჭერით ხორციელდება. სწორედ ესაა ისტორიაზე და ქვეყნის სიყვარულზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი ხედვა, რომელიც ბ იძინა ივანიშვილს აშკარად გააჩნია“, – აცხადებს გიორგი გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები