დღეს მოსკოვში აზერბაიჯანის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ჩადის. რუსული მედიის და ანალიტიკოსების შეფასებით, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბაირამოვის პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქეთში შედგა. რუსული მედია ბაირამოვის მოსკოვში ჩასვლას თავაზიანობის ერთგვარ გამოვლინებად განიხილავს და წერს, რომ ბაირამოვის რუს კოლეგას ლავროვს მასთან ურთიერთობაში ახალი უნარჩვევების გამოვლენა მოუწევს.
რუსი ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის კარგი პირადი ურთიერთობა ბაირამოვის წინამორბედთან, ელმარ მამედიაროვთან, რომელსაც ეს თანამდებობა 16 წლის განმავლობაში ეკავა, მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო რუსეთ- აზერბაიჯანის ურთიერთობების განვითარებაში. ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანის ახალი მინისტრის რუსულენოვანი განათლება, რომელიც სულ უფრო იშვიათია პოსტსაბჭოთა სივრცის ოფიციალური პირებისთვის, ბაირამოვთან პირადი დიალოგის დამკვიდრებას უწყობს ხელს – წერს რუსული გამოცემა, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ რუსეთ -აზერბაიჯანის ურთიერთობებში გადამწყეტი იქნება არა პირადი ურთიერთობები, არამედ სიტუაცია მთიან ყარაბაში და სომხურ -აზერბაიჯანული დაპირისპირების პერიპეტიები.
გავიგონებთ თუ არა თურქულ მარშს კავკასიაში?
ოფიციალური მონაცემებით, ივლისის სამხედრო ესკალაციისას სომხეთ- აზერბაიჯანის საღვარზე ორივე მხრიდან რამოდენიმე ათეული სამხედროდაიჭრა და დაიღუპა. როგორც რუსული გამოცემა rosbalt.ru წერს მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ სამხედრო შეტაკებები არა ყარაბაღში არამედ უშვალოდ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარძე ტავუზის რაიონში დაიწყო. გამოცემის ვერსიით, ამან სომხეთს საშუალება მისცა კონფლიქტში კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის (ОДКБ ) და რუსეთის მხარდაჭერა მოეთხოვა. რუსი ანალიტიკოსების შეფასებით,სწორედ ამით ისარგებლა თურქეთმა და აზერბაიჯანს ყველა საშუალებით მხარდაჭერა აღუთქვა.
რუსული მედიის შეფასებით,სწორედ ამ მხარდაჭერის ერთგვარი გამოვლინება იყო თურქეთ- აზერბაიჯანის ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები,რომელიც რუსეთის არმიის მიერ ქვეყნის სამხეთში და დასავლეთში მიმდინარე წვრთნებს დაემთხვა. როგორც rosbalt.ru წერს ამ ყველაფერში განსაკუთრებით საღურადღებოა ის გარემოება,რომ წვრთნებში მონაწილე თურქეთი სამხედროების უკან, სამშობლოში დაბრუნება არსად დაფიქსირდა,რაც იძლევა იმის ვარაუდის საშუალება ისინ არც არსად წასულან.
მოწყლადი სტატუს კვო
სტატიის ავტორის შეფასებით,ივლისის სამხედრო ესკალაციამ არსებული სტატუს კვო რეგიონში მეტად მყიფე და არაპროგნოზირებადი გახადა. გაზეთ “ტრუდთან” ბოლო ინტერვიუში სერგეი ლავროვმა სხვადასხვა გარემოებებთან ერთად სამხედრო დაპირისპირების მთავარ მიზეზად სომხეთის მიერ იმ სასაზღვრო გამშვები პუნქტის აღდგენის მცდელობა დაასახელა,რომელიც აზერბაიჯანისათვის სტრატეგიული მნიშვნელოვანი მილსადენებიდან 15 კილომეტრში მდებარეობს.
რუსი ექსპერტების შეფასებით, ჩამოყალიბდა ერთგვარი მანკიერი წრე – გადაუჭრელი კონფლიქტი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ცხელ ფაზად გადაიქცეს. მათი თქმით, არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება და ამ კონფლიქტის გამოყენება დაპირისპირებული მხარეების სამართავად შესაძლოა „არაპროგნოზირებადი შედეგებით“დასრულდეს.
როგორც სტატიასია ნათქვამი, აშკარაა,რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში კონფლიქტების მოგვარების პროცესში პროგრესის ნაკლებობა გრძელვადიან პერიოდში ძირს უთხრის რუსეთის გავლენას რეგიონებში. რუსი ანალიტიკოსების მოსაზრებით საქართველოში,უკრაინაში და ახლა უკვე ბელორუსში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენა,რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში საზოგადოებრივი ცნობიერება იცვლება და „ტრადიციული რუსული“ პოლიტიკა შესაძლოა პარტნიორების და ამა თუ იმ რეგიონის დაკარგვის მიზეზი გახდეს. ბელორუსში მიმდინარე პროცესების ფონზე რუსი ანალიტიკოსები ხელისუფლებას,ურჩევენ განსაკუთრებით კავკასიაში გააქტიურდეს. მათი აზრით, ახლა როცა აშშ-ი შიდა პრობლემები და მომავალი არჩევნებია აქტუალური, რუსეთს აქვს შანსი რეგიონში ერთგვარად შელახული სტატუსი და გავლება აღიდგინოს.