სოფო კილაძე: ელენე ხოშტარიას, როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, კარგი იქნებოდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ოკუპანტია ეს ქვეყანა

ქალბატონ ელენე ხოშტარიას, როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, კარგი იქნებოდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ოკუპანტია ეს ქვეყანა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ განაცხადა.

კილაძე ამ განცხადებით კილაძე გამოეხმაურა “ევროპული საქართველოს” წევრის, ელენე ხოშტარიას მოთხოვნას, გამოიძიონ “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების წყაროები.

კილაძის თქმით, მსგავსი ბრალდებები არაერთხელ გაჟღერებულა “ქართული ოცნების” მიმართაც. რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსებას, ამაზე გამოძიების დაწყების საკითხს პროკურატურა გადაწყვეტს.

ცნობისათვის, ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიეს” თანახმად, “პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები უწევენ და რუსეთიდან ფინანსდებიან.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები