ანაკლიის „კონკურენტს“ პრობლემები აქვს – ტამანის პორტი ინვესტორებს და ტვირთებს კარგავს
ტამანის პორტს ქერჩის სრუტეში პრობლემები აქვს. რუსული მედიის ცნობით, მთავრობამ პორტის რეკონსტრუქცია- განვითარების დაპაუზების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად ტვირთებისა და ინვესტორების ნაკლებობა სახელდება.
პორტს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია მშრალი ტვირთების ისეთმა მსხვილმა მომწოდებლებმა როგორებიც АО “СУЭК”( ელექტროენერგიის და ქვანახშიროს მოპოვება გენერაცია) და АО “УК Кузбассразрезуголь ” ( წიაღსეულის მოპოვება) არიან, თანამშრომლობაზე უარი უთხრეს.
არსებული გეგმის თანახმად, პორტის გამტარუნარიანობა 2023 წლამდე 62 მილიონ ტონამდე უნდა გაზრდილიყო, მოგვიანებით ამ მაჩვენებლის გაზრდა 90 მილიონ ტონამდე იგეგმებოდა.
როგორც რუსული მედია წერს, კონიუნქტურა შეიცვალა. ტამანის პორტის მთავარი ტვირთის, ნახშირის ფასები მსოფლიო ბაზარზე შემცირდა, შესაბამისად, შემცირდა ექსპორტის მოცულობაც ( 9,2 %) და ამ სიტუაციაში ტვირთის მომწოდებლება სამხეთის პორტების მომსახურებაზე უარი თქვეს.
როგორც ირკვევა დაახლოებით ანალოგიური პრობლებების წინაშე აღმოჩდნენ, ქვანახშირის ტერმინალი «Север»-ი და მარცვლეულის ტერმინალი შორეულ აღმოსავლეთში. შეგახსენებთ, რომ ტამანის პორტს ქართველი სპეციალისტების ნაწილი ჯერ აუშენებელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ერთ-ერთ კონკურენტად მიიჩნევს.
არსებობს მოსაზრება, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჭიანურება სწორედ რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით მოხდა და ერთ – ერთი ფაქტორი ტამანის პორტიც იყო.
ანაკლიაში პორტის მშენებლობის შეჩერების მიზეზებზე არ საუბრობენ, თუმცა „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს რომ ტამანი ანაკლიის კონკურენტი არაა და ამის მიზეზად ამ პორტების სხვადასხვა პროფილს ასახელებს.
ცაგარეიშვილის განმარტებით, ანაკლია კონტეინერების მიღება – გადამუშავებაზე იქნება ორიენტირებული მაშინ, როცა ტამანი, ძირითადად, ე.წ. მშრალი და ნაყარი ტვირთების, მაგალითად, ქვანახშის, სასუქების, მარცვლეულსა და სხვადასხვა ტიპის სამშენებლო და რკინის კონსტრუქციების მომსახურებაზეა მომართული.
როგორც ცნობილია, ანაკლიაში, მომავალი პორტის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია. ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზით (მშენებლობისათვის საჭირო თანხის – $400-მილიონიანი სესხი და $120 მილიონი საკუთარი კაპიტალის ვერ მოძიება) მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა და ახალ ინვესტორს ეძებს.