ლევან მაჭავარიანი: ხომ ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მოლაპარაკებების გახსნა, დაგვიდონ მაგიდაზე დოკუმენტი, მაშინვე ხელს მოვაწერთ და დიდ მადლობასაც გადავიხდით, მაგრამ შანტაჟის მექანიზმად ამას არ გამოვაყენებინებთ
ხომ ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მოლაპარაკებების გახსნა, დაგვიდონ მაგიდაზე დოკუმენტი, მაშინვე ხელს მოვაწერთ და დიდ მადლობასაც გადავიხდით, მაგრამ შანტაჟის მექანიზმად ამას არ გამოვაყენებინებთ როგორც იყენებდნენ კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
წამყვანმა ჰკითხა, რა მოხდა გასული წლის 28 ნოემბერს რეალურად.
„რეალურად 28 ნოემბერს ჩვენმა პრემიერმა გამოაცალა შანტაჟის კიდევ ერთი ინსტრუმენტი ევრობიუროკრატებს და განაცხადა, რომ ჩვენ ხვეწნას არ დავიწყებთ მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით. ხომ ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მოლაპარაკებების გახსნა, დაგვიდონ მაგიდაზე დოკუმენტი, მაშინვე ხელს მოვაწერთ და დიდ მადლობასაც გადავიხდით, მაგრამ შანტაჟის მექანიზმად ამას არ გამოვაყენებინებთ როგორც იყენებდნენ კანდიდატის სტატუსს. წელიწადში ოთხჯერ რომ იკრიბებოდნენ, ამბობდნენ, მოლდოვას გავუხსენით, იმას გავუხსენით, ამას… საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა, გასცდა კურსსო“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.