ზელენსკი: მომავალ კვირაში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართება
მომავალ კვირაში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მოლაპარაკებებს არამხოლოდ უკრაინის დელეგაცია, არამედ თავადაც გამართავს.
„მომავალ კვირაში მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ექნება არამხოლოდ ჩვენს დელეგაციას, არამედ მეც. ჩვენ ვამზადებთ მყარ საფუძველს ასეთი მოლაპარაკებებისთვის. უკრაინა მყარად იდგება ფეხზე. ყოველთვის იდგება. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება! მადლობა ყველას, ვინც იცავს უკრაინას, ისე, როგორც საკუთარ თავს“, – განაცხადა ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.