„ვჯდები მაგიდასთან და ვიწყებ „ჯადოქრობას“ ეპოქსიდით“ – სამკაულები ნამდვილი ყვავილებით

„ატარე ნამდვილი ყვავილების სამკაული“; „ატარე მხოლოდ ქართული და შენთვის შექმნილი სამკაული“ – ასეთ წარწერებს მრავლად ნახავთ მის გვერდზე, რომელსაც ამშვენებს ხის ყელსაბამები, ტყავის სამაჯურები, გულსაკიდები – ნამდვილი ყვავილებით.
ბავშვობიდან ყვარდა ხატვა, მაგრამ პროფესიით პედაგოგია, დაწყებითის მასწავლებელი, ასწავლიდ სხვადასხვა საჯარო სკოლაში. სერიფიცირებაც გაიარ. თუმცა მისი პედაგოგიურ მოღვაწეობა 2013 წელს დასრულდა, რაც დედა გახდ მთლიანად შვილის აღზრდაში გადაერთო.
სწორედ ამ პერიოდში დაუთმ დრო ხატვას. შემდე თიხაზე დაიწყმუშაობა. სხვადასხვა მინი დეკორაციებს და მოლბერტებს ქმნიდა. მოგვიანებით კი, როცა  დაინტერესდ ეპოქსიდით, მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. – ხელოვან ნინი ყურაშვილის პერსონა.

– ბავშვობა – ზოგადად მერიდება საკუთარ თავზე საუბარი. ვფიქრობ, ამ დროს ადამიანი მაინც სუბიექტურია.
დავიბადე 1987 წლის 11 ნოემბერს, შემოდგომის ერთ სუსხიან დღეს და ხასიათიც შემოდგომის დამყვა, ცოტა ფერადი და ცოტა სევდიანი. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მშვიდი, ცოტა გულჩათხრობილი და მშობლების დამჯერი ვიყავი. ოჯახში ერთადერთი ბავშვი ვიყავი და მშობლებიც განსაკუთრებულად მანებივრებდნენ. არ მახსოვს, ხატვა როდის დავიწყე. ალბათ ძალიან პატარა ვიყავი. ვხატავდი ყველგან – კედლებზე, მაგიდაზე, ტანსაცმელზე…
მახსოვს, განსაკუთრებულად მიყვარდა პორტრეტების და ტანსაცმლის ესკიზების ხატვა. სტუმარს ოჯახში ფეხის შემოდგმას არ ვაცდიდი, მაშინვე ჩემს ნახატებს მოვუყრიდი თავს და სათითაოდ ვაჩვენებდი.
– რა გახსენდებათ სკოლიდან?  ხელსაქმე მაშინაც გიყვარდათ?
– სკოლაში გვიტარდებოდა „შრომის“ გაკვეთილი. თითქმის ყველა გაკვეთილზე თითო ნაქარგი მიმქონდა. შემდეგ მასწავლებელი კლასში გამოჰფენდა ხოლმე ჩვენს ნამუშევრებს.
სასიამოვნოდ მახსენდება ის დრო. მთელი გულით ვქარგავდი. ახლაც შემონახული მაქვს ჩემი რამდენიმე ნაქარგი. მოკლედ, ხელსაქმე ბავშვობიდან მიყვარდა.
– რატომ გადაწყვიტეთ პედაგოგობა, როცა მხატვრობის ნიჭი გქონდათ?
– როგორც ზემოთ აღვნიშნე, ძალიან დამყოლი ხასიათების ბავშვი ვიყავი. პროფესიაც, მინდა გითხრათ, სრულიად გაუაზრებლად ავირჩიე. შეიძლება ითქვას, რომ დედის არჩეული პროფესიაა. მე, პირადად, ძალიან მინდოდა სამხატვრო აკადემიაში  სწავლის გაგრძელება,  მაგრამ ალბათ მოხდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო. ყველაფერი უფლის ნებაა.
– 2013 წლიდან ინტენსიურად დაიწყეთ ხატვა. მუშაობდით თიხაზე, უამრავი საინტერესო მინიდეკორაცია შექმენით…
– ძალიან მიჭირს  ერთი კონკრეტული ნამუშევრის გამორჩევა. ყველა განსაკუთრებულია ჩემთვის. რამდენიმე ნამუშევარმა სოციალური ქსელის სხვადასხვა უცხოურ ჯგუფში და აქ, საქართველოშიც, დიდი მოწონება დაიმსახურა.
–  რატომ მოგწონთ ეპოქსიდით მუშაობა?
– ეპოქსიდით  დაახლოებით ნახევარი წლის წინ დავინტერესდი. შემთხვევით „იუთუბიზე“ აღმოვაჩინე ვიდეო. გავწევრიანდი სხვადასხვა უცხოურ ფორუმსა თუ ჯგუფში.  ყველას ვეკითხებოდი თითოეულ წვრილმან დეტალსაც კი. შემდეგ გამოვიწერე საჭირო მასალები საზღვარგარეთიდან. სამწუხაროდ, აქ არ იყიდება ყველა აქსესუარი. დაახლოებით 2 თვეა, რაც ვამზადებ სამკაულებს.
თქვენ გაქვთ გვერდი  – „Ninias Handmade & ნინიას ხელნაკეთი ნივთები“ – ამ გვერდზე თქვენი ხელით გაკეთებული ულამაზესი სამკაულებია. ნამდვილი ყვავილებით დამზადებული სამკაულები. როგორ არჩევთ ყვავილს და ამზადებთ გულსაკიდისთვის…
– ძალიან სასიამოვნო პროცესია. საკუთარი ხელით სხვადასხვა კომპოზიციას ქმნი და სულს და გულს დებ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დრო შეჩერდა. და ეს ყვავილები არასდროს „გარდაიცვლებიან“, სულ ასეთი ლამაზი და „ცოცხლები“ იქნებიან.   თუ ჩემი სამკაულების ტარება სხვასაც გააბედნიერებს, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იქნება.
ამ საქმეში 6 წლის შვილი ლუკა განსაკუთრებით მეხმარება და მგულშემატკივრობს – ერთად ვაგროვებთ ყვავილებს, შემდეგ ვაშრობთ. არასდროს ვიცი, ზუსტად როგორი გამოვა. ყველა ყვავილს, ფოთოლს ერთად ვშლი მაგიდაზე. ეპოქსიდს ვასხამ ფორმაში და მერე უკვე სპონტანურად იქმნება ყველა კომპოზიცია.
– ალბათ ვინც ატარებს, მას დადებით ენერგეტიკას ჰმატებს ეს ყვავილები…
– ყველა ყვავილი განსაკუთრებულია ჩემთვის. ნამდვილად არ გამოვყოფდი არცერთს. სულ ერთმა ციცქნა ფოთლის ნაგლეჯმაც ან ყვავილის ერთმა ფურცელმაც შეიძლება ულამაზესი კომპოზიცია შექმნას.
– ალბათ სეზონის მიხედვით ამზადებთ სამკაულებს… ზღვის სამკაულებიც სხვანაირია, შემოდგომის და გაზაფხულის – სხვანაირი….
– სამწუხაროდ, გვიან დავიწყე ყვავილების შეგროვება და ვერ მოვასწარი გაზაფხულისთვის მომეპარა „მარგალიტები“.
ვცდილობ, ყველა სეზონს შევუხამო სამკაული. ჯერ ახალბედა ვარ ამ საქმეში, მაგრამ ამ ორმა თვემ ბევრი რამ მასწავლა მზადების პროცესში. საშემოდგომო კოლექცია, ვფიქრობ, ბევრად გამორჩეული და განსაკუთრებული იქნება.
– შთაგონება?… ყველა დეტალი ლამაზად შეხამებული ერთმანეთთან…
–  დღის შუქზე არასდროს ვამზადებ სამკაულებს. სამწუხაროდ, ამის დრო და ფუფუნება არ მაქვს. დილიდან დაღამებამდე ვარ სამსახურში, რომელსაც ჰქვია „დედა“. როგორც კი ჩემი მოუსვენარი ბიჭი იძინებს, მაშინვე იწყება ფუსფუსი  ჩემს სამუშაო მაგიდასთან. არ ვიცი, როგორ მოდის შთაგონება. ისეთი დაღლილი ვარ, ამ დროს ფიქრის თავიც კი არ მაქვს – ვჯდები მაგიდასთან და ვიწყებ  „ჯადოქრობას“ ეპოქსიდით.
– ვინ არიან პირველი შემფასებლები? რომელი ნამუშევრის შექმნის ამბავს გაიხსენებდით?
– ჩემი პირველი მომხმარებლებიც და შემფასებლებიც  ოჯახის წევრები და მეგობრები არიან. თავიდან დავიწყე თიხით და  ჩემს ნამუშევრებს დიდი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა, რაზეც ალბათ ვერც კი ვიოცნებებდი. ეს იყო ალბათ პირველი დიდი სტიმული. ახლა უკვე სამკაულები დავიწყე და საზოგადოებისგან   სითბოც და ინტერესიც ვიგრძენი. განსაკუთრებულად სამაჯურები მოსწონთ.
მიყვარს ხანდაზმულ ადამიანებთან საუბარი. მოხუცები თავის სიმარტოვეზე ყვებიან, წარსულს იხსენებენ. მათ მზერაში იმდენ რამეს წაიკითხავს  და დაინახავს ადამიანი. ერთ-ერთ ასეთ ორ უსაყვარლეს ადამიანს შევხვდი და იმ ღამეს მინიატურული მოლბერტი გავაკეთე თიხისგან.
არ ვიცი, რატომ, მაგრამ ოთახში რომ გავივლი, სულ ეს ნამუშევარი მხვდება თვალში. მახსოვს, ღამის 12 საათზე დავჯექი მაგიდასთან და დილის 5 საათზე დავასრულე. განსაკუთრებულად მიყვარს და მათბობს.
ჰობი…
–  ხელსაქმე, რა თქმა უნდა…
ოჯახი…
– მყავს მეუღლე და ერთი შვილი. ვცხოვრობთ თბილისში.
გამოფენები…
– ჯერ ეს ფუფუნებაა ჩემთვის, მაგრამ იმედს ვიტოვებ, ახლო მომავალში ესეც გამოვა.
სამომავლო გეგმები…
– უამრავი გეგმა მაქვს. საერთოდ არ მიყვარს ერთ რამეზე გაჩერება. სულ სიახლის ძიებაში ვარ. რა თქმა უნდა, სამკაულების კუთხით გავაგრძელებ მუშაობას და კიდევ ბევრი ნამუშევარი შეემატება ჩემს კოლექციას, მაგრამ ასევე ძალიან მინდა სანათების დამზადება ეპოქსიდისგან. სანათებში ცოცხალი ყვავილები იქნება ჩაყოლებული. ძალიან ორიგინალურია.
მოკლედ, საზოგადოებას უამრავ სიახლეს ვპირდები. დიდი მადლობა თქვენ, რომ დაინტერესდით. ესეც ერთგვარი სტიმულია ჩემთვის.

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები