საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1421 დადასტურებული შემთხვევაა. 1137 ადამიანი კი გამოჯანმრთელებულია.

გარდაცვლილი 87 წლის ქალია, რომელიც მცხეთის “ცხელების ცენტრში” იყო მოთავსებული.

“შემოსვლის დღიდან იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ითვლებოდა საქართველოში ერთერთ ყველაზე მძიმე პაციენტად. იყო რუსთავის მაცხოვრებელი და შემოსვლის დღიდან იყო მართვით სუნთქვაზე. სიმტპომები იყო გულ-სისხლ-ძარღვთა მწვავე უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰქონდა ბევრი თანმხლები ქრონიკული დაავადება”,- განაცხადა მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ.

stopcov.ge-ს ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები