საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

“საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ცოტა ხნის წინ შემოვიდა ზარი ბომბის არსებობის შესახებ.

ამის გამო, საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.

არხის ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, საქართველოს პირველი არხის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ,”- ნათქვამია საქართველოს პირველი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პირველი არხის ტელე და რადიოთერი შეფერხების გარეშე გრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები