ბათუმის პორტში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა 18 %-ით გაიზარდა

ბათუმის ნავთობტერმინალმა ”წლის პირველ ნახევარში 3 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიტანა, რაც 18% -ით მეტია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში. ამის შესახებ ნათქვამია ყაზახური კომპანია Kaztransoil– ის განცხადებაში, რომელიც ბათუმის ნავთობტერმინალის 100%-ს ფლობს.

ანგარიშის თანახმად, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების მოცულობა შემცირდა 409 ათას ტონამდე, რაც 16% -ით ნაკლებია 2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით.

”ეს შემცირება განპირობებულია თურქმენეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებით, ასევე მსუბუქი ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის შემცირებით და კორონავირუსის პანდემიით”, – განმარტავენ კომპანიაში.

ტვირთის გადაზიდვის მთლიანი მოცულობის ზრდა 2020 წლის იანვარ-ივნისში განპირობებულია გადაზიდული მშრალი ტვირთის 37% -იანმა ზრდამ,ასევე კონტეინერული ტვირთების 506 ათასი ტონით, ანუ 38% -ით გაზრდამ.

კომპანიაში მშრალი და კონტეინერული ტვირთების ზრდას საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირების შემცირებას უკავშირებენ რისი მიზეზიც კორანავირუსის პანდემია გახდა.

შპს ბათუმის ნავთობტერმინალის კომპანიის ჯგუფების კონსოლიდირებული შემოსავლები 2020 წლის პირველ ნახევარში 21% -ით გაიზარდა, ხოლო კონსოლიდირებულმა ხარჯებმა 11.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები