თამთა მეგრელიშვილი: მითებიდან “გაჩერებულ”, “უძრაობაში მყოფ” საქართველოზე, რეალობისკენ გზა, დღეიდან, თავად შეგიძლიათ განვლოთ

მითებიდან “გაჩერებულ”, “უძრაობაში მყოფ” საქართველოზე, რეალობისკენ გზა, დღეიდან, თავად შეგიძლიათ განვლოთ“, – ექსპერტი თამთა მეგრელიშვილი ხაშურის შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის გახსნას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კმ-იანი მონაკვეთისა და ჩქაროსნული მაგისტრალის კიდევ ერთი მიმართულების – ჯაპანა-ლანჩხუთის გზის შემდეგ ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა გაიხსნა.
შემოვლითი გზის 13 კმ-იანი მონაკვეთიდან 11.5 კმ-ზე ექსპლოატაციაში შევიდა 4 ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილ 1.5 კმ-ზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს 2 ზოლიან გზაზე.
დამატებითი 2 ზოლის
მშენებლობა ოქტომბერში
დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13-ვე კილომეტრი 4 ზოლიანი იქნება.
საერთო ჯამში, გზის აშენების შემდეგ, გზის გამტარუნარიანობა 4-ჯერ გაიზრდება და თბილისიდან რიკოთის გვირაბამდე მისასვლელი დრო 30 წთ-მდე შემცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი გზა გვერდს უვლის ხაშურის ე.წ. „ჰამაკების ბაზრობას”, იმისათვის, რომ მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია შეძლოს, გზის შესაბამის მონაკვეთებთან მოეწყობა სპეციალური, უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები გამართული ინფრასტრუქტურით.
​საერთო ჯამში, 2020 წელი, ამ მხრივ, რეკორდული იქნება, რადგან მთლიანობაში 70 კმ სიგრძის მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულდება!” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები